1. მეტეოროლოგიურმა მომსახურების საწარმომ აეროდრომის მეტეოროლოგიური  ოფისი და საავიაციო მეტეოროლოგიური სადგურები უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ელექტროკავშირის საშუალებებით, რომლითაც მათ შეეძლებათ, აუცილებელი მეტეოროლოგიური ინფორმაცია მიაწოდონ საჰაერო მოძრაობის მომსახურების საწარმოს, იმ აეროდრომებზე, რომლებზეც ისინი არიან პასუხისმგებელნი, კერძოდ, სააეროდრომო სამეთვალყურეო პუნქტებს, მისადგომის სამეთვალყურეო პუნქტებს და კავშირგაბმულობის სადგურებს, რომლებიც ემსახურებიან აღნიშნულ აეროდრომს.

2. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმომ მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანო უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ელექტროკავშირის საშუალებებით, რომლითაც მას შეეძლება, აუცილებელი მეტეოროლოგიური ინფორმაცია მიაწოდოს  საჰაერო მოძრაობის მომსახურების საწარმოს და ძებნა-შველის საკოორდინაციო ცენტრს, მის პასუხისმგებლობის არეში არსებულ საფრენოსნო ინფორმაციის რაიონში, სამეთვალყურეო რაიონსა და ძებნა-შველის რაიონში.

3. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმომ უნდა უზრუნველყოს საწარმოში შესაბამისი ელექტროკავშირის საშუალებების არსებობა, რომლითაც შესაძლებელი იქნება ზონალური პროგნოზების მსოფლიო ცენტრებიდან აუცილებელი მონაცემების მიღება/გავრცელება.

4. კავშირგაბმულობის საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ კავშირს აეროდრომის მეტეოროლოგიურ სამსახურებს შორის და, აუცილებლობის შემთხვევაში, საავიაციო მეტეოროლოგიურ სადგურებსა და სააეროდრომო სამეთვალყურეო პუნქტებს ან მისადგომის სამეთვალყურეო პუნქტებს შორის, უნდა ითვალისწინებდეს კავშირის დამყარების შესაძლებლობას სამეტყველო ფორმით, ამასთან ერთად, კავშირის დამყარება უნდა ხდებოდეს დაახლოებით 15 წამში. კავშირგაბმულობის საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ კავშირს აეროდრომის მეტეოროლოგიურ სამსახურებს/მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოებს და საფრენოსნო ინფორმაციის პუნქტებს, რაიონულ სამეთვალყურეო პუნქტს, ძებნა-შველის საკოორდინაციო ცენტრებს და კავშირგაბმულობის სადგურებს შორის, უნდა ითვალისწინებდნენ:

ა) კავშირის დამყარების შესაძლებლობას სამეტყველო ფორმით, ამასთან ერთად, კავშირის დამყარება უნდა ხდებოდეს 15 წამში.

ბ) კავშირის დამყარების შესაძლებლობას ბეჭდური ფორმით, როდესაც ჩანაწერი მოითხოვება მიმღების მიერ. შეტყობინების გადაცემის დრო არ უნდა აღემატებოდეს 5 წუთს.

შენიშვნა: „დაახლოებით 15 წამი“ გულისხმობს სატელეფონო კომუნიკაციას, სატელეფონო გადამრთველი პანელის გამოყენებით, ხოლო „5 წუთი“ გულისხმობს კომუნიკაციას ბეჭდური სახით, შეტყობინების განმეორებით გადაცემით.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ კავშირგაბმულობის  საშუალებებს, შესაძლებელია, აუცილებლობის შემთხვევაში, დაემატოს სხვა სახის ვიზუალური ან ხმოვანი კავშირის საშუალებები, ისეთი, როგორიცაა, ჩაკეტილი სატელევიზიო  სისტემა ან მონაცემთა დამუშავების განცალკევებული სისტემები.

6. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოსა და ექსპლუატანტებს შორის შეთანხმების საფუძველზე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაბამისი კავშირგაბმულობის საშუალებები, რომლის მეშვეობითაც, ექსპლუატანტები შეძლებენ მეტეოროლოგიური ინფორმაციის მიღებას აეროდრომის მეტეოროლოგიური ოფისებიდან და სხვა წყაროებიდან.

7. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმომ უნდა უზრუნველყოს აუცილებელი კავშირგაბმულობის საშუალებების არსებობა, რომლის მეშვეობითაც, მეტეოროლოგიურ სამსხურები შეძლებენ სხვა მეტეოროლოგიურ სამსახურებთან ინფორმაციის გაცვლა