აეროდრომის მეტეოროლოგიურმა ოფისმა, საჭიროებისამებრ, სამეთვალყურეო მისადგომის პუნქტი უნდა უზრუნველყოს უახლესი მეტეოროლოგიური ინფორმაციით, მათ შორის:
ა) ადგილობრივი რეგულარული და ადგილობრივი სპეციალური შეტყობინებებით, შეტყობინებებით METAR და SPECI, მათ შორის, წნევის მიმდინარე მონაცემებით, პროგნოზებით TAF-ი და TREND ტიპის პროგნოზებით და მათი კორექტივებით აეროდრომ(ებ)ზე;
ბ) ინფორმაციით SIGMET და AIRMET, გაფრთხილებებით ქარის წანაცვლების შესახებ და გაფრთხილებებით აეროდრომზე; შესაბამისი სპეციალური შეტყობინებებით AIREP SPECIAL საჰაერო ხომალდებიდან იმ საჰაერო სივრცის შესახებ, რომელიც განეკუთვნება მისადგომის სამეთვალყურეო პუნქტის მომსახურების ზონას;
გ) ნებისმიერი დამატებითი მეტეოროლოგიური ინფორმაციით, რომელთა მიმართებაშიც არსებობს ადგილობრივი შეთანხმებები, მაგალითად, მიწისპირა ქარის პროგნოზი ადზ-ზე პირობების შესაძლო შეცვლის განსაზღვრისათვის;
დ) მიღებული ინფორმაციით ვულკანური ფერფლის შესახებ, რომლებთან დაკავშირებითაც ჯერ არ იყო გამოცემული SIGMET;
ე) მიღებული შეტყობინებით VONA და ინფორმაციით ვულკანური მოქმედების შესახებ, მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოსა და საჰაერო მოძრაობის მომსახურების საწარმოს შორის შეთანხმები