1. იმ შემთხვევაში, როდესაც მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმო, ექსპლუატანტისათვის და საფრენოსნო ეკიპაჟების წევრებისთვის, თვითბრიფინგის ჩატარების, ფრენების დაგეგმვისა და საფრენოსნო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით, მეტეოროლოგიური ინფორმაციის მიწოდებისა და პროექტირებისთვის, იყენებს გაფრენისწინა ინფორმაციის ავტომატიზებულ სისტემებს,  მიწოდებული და პროეცირებული ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის 83-ე და 86-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც გამოიყენება გაფრენისწინა ინფორმაციის ავტომატიზებული სისტემები ექსპლუატანტებისთვის, ეკიპაჟის წევრებისათვის და სხვა დაინტერესებული საავიაციო პერსონალისათვის, მეტეოროლოგიურ ინფორმაციაზე ერთიანი და ჰარმონიზებული წვდომის უზრუნველსაყოფად, მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმომ უნდა განახორციელოს ხარისხის კონტროლისა და მართვის ზომები, ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად.

შენიშვნა: ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მომსახურებასთან და ინფორმაციის ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ფუნქცია-მოვალეობები განსაზღვრულია სსიპ – სამოქალაქო ავიაციის დირექტორის 2018 წლის 2 თებერვლის №24 ბრძანებით დამტკიცებული „ჰაერსანაოსნო მომსახურების წესით“.

3. გაფრენისწინა ინფორმაციის ავტომატიზებული სისტემები, რომლებშიც უზრუნველყოფილია თვითბრიფინგის ფუნქცია, უნდა ითვალისწინებდეს ექსპლუატანტებისთვის და საფრენოსნო ეკიპაჟის წევრებისთვის, კონსულტაციის მიღების მიზნით, წვდომას აეროდრომის მეტეოროლოგიურ ოფისთან, სატელეფონო კავშირის ან სხვა შესაბამისი ელექტრონული საშუალები