1. აეროდრომის კლიმატოლოგიური ცნობები უნდა შეესაბამებოდეს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მიერ დადგენილ პროცედურებს. იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს შენახვისათვის, დამუშავებისათვის და მოპოვებისათვის საჭირო გამომთვლელი საშუალებები, ეს ცნობები უნდა გამოქვეყნდეს ან სხვა სახით მიეწოდოს საავიაციო მომხმარებლის მოთხოვნით. იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი კომპიუტერული საშუალებები არ არსებობს, ცნობები უნდა მომზადდეს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მიერ დადგენილი მოდელის გამოყენებით, გამოქვეყნდეს და აუცილებლობის შემთხვევაში, განახლდეს.

2. კლიმატოლოგიური ცნობები უნდა შეიცავდეს:

ა) ხილვადობის, ადზ-ზე ხილვადობის სიშორის და/ან მნიშვნელოვანი, (BKN) ან მთლიანი (OVC) ღრუბლების ყველაზე დაბალი ფენის ქვედა საზღვრის სიმაღლის მნიშვნელობების განმეორადობებს დროის განსაზღვრულ მომენტებში;

ბ) ხილვადობის          მნიშვნელობების        განმეორადობას         დადგენილ სიდიდეებზე დაბლა დროის განსაზღვრულ მომენტებში;

გ) მნიშვნელოვანი (BKN) ან მთლიანი (OVC) ღრუბლების ყველაზე დაბალი ფენის ქვედა საზღვრის სიმაღლის მნიშვნელობების განმეორადობებს დროის განსაზღვრულ მომენტებში;

დ) ქარის მიმართულებისა და სიჩქარის განმეორადობებს დადგენილი დიაპაზონის ფარგლებში;

ე) მიწისპირა ფენაში ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელობების განმეორადობას 50C-ის დიაპაზონში დროის განსაზღვრულ მომენტებში;

ვ) საშუალო მნიშვნელობებს და მათგან გადახრებს მეტეოროლოგიური ელემენტების მაქსიმალური და მინიმალური   მნიშვნელობების ჩათვლით, რომლებიც აუცილებელია საექსპლუატაციო დაგეგმვისათვის, მათ შორის, ასაფრენი მახასიათებლების გამოსათვლელად.

შენიშვნა:  ამ პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული კლიმატოლოგიური ცნობების მოდელები მოცემულია მმო-ს ოფიციალური გამოცემის (WMO-№49), მე-2 ტომის „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური მომსახურება“, მე-3 ნაწილშ