1. ქარის წანაცვლების შესახებ გაფრთხილებები ეგზავნება დაინტერესებულ პირებს, ადგილობრივი შეთანხმებების საფუძველზე.
2. ქარის წანაცვლების შესახებ გაზომვის სახმელეთო ავტომატიზებული დანადგარების მიერ გენერირებული სიგნალი ეგზავნება დაინტერესებულ მხარეებს, ადგილობრივი შეთანხმების საფუძველზე.
3. აეროდრომზე გაფრთხილებებში, SIGMET და AIRMET ინფორმაციაში ჩართული მოვლენების კრიტერიუმები (კავშირის ხაზი „მაღლა“) განისაზღვრება ამ წესის №2 დანართის A2-1 და A2-2 ცხრილის შესაბამისად.