1. ინფორმაცია AIRMET გამოიცემა მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოს მიერ რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმების შესაბამისად. ინფორმაცია AIRMET წარმოადგენს იმ ფაქტობრივი ან მოსალოდნელი ამინდის გარკვეული პირობების და მათი დროსა და სივრცეში წარმოშობის მოკლე აღწერას ღია ტექსტით, შემოკლებებით, რომელმაც შეიძლება დაბალ სიმაღლეებზე (მე-100 ეშელონზე დაბლა, ან მთიან რაიონში 150-მდე) ზემოქმედება მოახდინოს ფრენების უსაფრთხოებაზე და რომელიც არ იყო ჩართული, ამ წესის 67-ე მუხლის მოთხოვნების თანახმად შედგენილ, დაბალ სიმაღლეებზე ფრენებისთვის განკუთვნილ ზონალური პროგნოზის პირველ ნაწილში. ინფორმაციაში AIRMET მიეთითება შემდეგი მეტეოროლოგიური მოვლენებიდან ერთ-ერთი:

ა) მიწისპირა ქარის სიჩქარე;

ბ) ხილვადობა მიწისპირას ვრცელ სივრცეზე;

გ) ჭექა-ქუხილი;

დ) მთის დაბინდვა;

ე) ღრუბელი;

ვ) შემოყინვა;

ზ) ტურბულენტობა;

თ) მთის ტალღები.

2. მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანო აუქმებს ინფორმაციას AIRMET მაშინ, როდესაც მოვლენები აღარ დაიკვირვება ან როდესაც მოსალოდნელი არ არის მათი განვითარება მოცემულ რაიონში.

3. AIRMET ინფორმაციის მოქმედების პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 4 საათს.

4. AIRMET ინფორმაცია  გამოიცემა ღია ტექსტით, იკაოს მიერ აღიარებული, მარტივად აღსაქმელი შემოკლებებისა და რიცხვითი მნიშვნელობების გამოყენებით, ამ წესის №7 დანართის A7-5 ცხრილის შესაბამისად.

5. AIRMET ინფორმაციას, ამ წესის №7 დანართის A7-5 ცხრილის შესაბამისად, ენიჭება რიგითი ნომერი, რომელიც განსაზღვრავს  გარკვეულ საფრენოსნო ინფორმაციის რაიონში გამოცემული AIRMET ინფორმაციის რიგითობას, მოცემული დღის 00:01 UTC-დან. მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანო, რომელთა პასუხისმგებლობის ზონა მოიცავს რამდენიმე საფრენოსნო ინფორმაციის  რაიონს/სამეთვალყურეო რაიონს, გამოსცემენ ცალკეულ AIRMET ინფორმაციას თითოეული საფრენოსნო ინფორმაციის რაიონისთვის/სამეთვალყურეო რაიონისთვის, მათი პასუხისმგებლობის ზონაში.

6. საფრენოსნო ინფორმაციის რაიონი, აუცილებლობის შემთხვევაში, იყოფა ქვერაიონებად.

7. ამ წესის №7 დანართის A7-5 ცხრილის შესაბამისად, ინფორმაციაში AIRMET უნდა  ჩაერთოს მხოლოდ ერთი ქვემოთ მოყვანილი მოვლენა მე-100 ეშელონზე დაბალ კრეისერულ ეშელონებზე ან 150-ზე დაბალ ეშელონებზე მთიან რაიონებში, შემდეგი შემოკლებებით:

ა) მიწისპირა ქარის საშუალო სიჩქარის ფართოდ გავრცელებული მნიშვნელობა 15 მ/წმ-ს (30 კვანძს) აღემატება — SFC WIND (ქარის სიჩქარე, მიმართულება და საზომი ერთეული);

ბ) 5000 მ-ზე ნაკლები ხილვადობა მიწისპირას ვრცელ სივრცეზე და ქვემოთ ჩამოთვლილი ამინდის იმ მოვლენების ერთობლიობა, რომლებიც აუარესებენ ხილვადობას – SFC VIS + BR,DS,DU,DZ,FC,FG,FU,GR,GS,HZ, PL,PO,RA,SA,SG,SN,SQ,SS ან VA);

გ) ჭექა-ქუხილი:

გ.ა) ცალკეული სეტყვის გარეშე  (ISOL TS);

გ.ბ) იშვიათი სეტყვის გარეშე (OCNL TS);

გ.გ) ცალკეული სეტყვასთან (ISOL TSGR);

გ.დ) იშვიათ სეტყვასთან ერთად (OCNL TSGR);

დ) მთების დაბინდვა – მთები დაფარულია – MT OBSC; (MT OBSC);

ე) მნიშვნელოვანი ან სრული ღრუბლიანობა ვრცელ სივრცეზე 300 მ-ის ან ნაკლებ სიმაღლეზე მიწის დონიდან:

ე.ა) დაფლეთილი (BKNCLD) (+ქვედა და ზედა საზღვრის სიმაღლე და საზომი ერთეულები;

ე.ბ) მთლიანი (OVC CLD) (+ქვედა და ზედა საზღვრის სიმაღლე და საზომი ერთეულები;

ე.გ) გროვა-საწვიმარი ღრუბლები:

ე.გ.ა) ცალკეული (ISOL CB);

ე.გ.ბ) იშვიათი (OCNL CB);

ე.გ.გ) ხშირი (FRQ CB);

ე.დ) კოშკის მაგვარი გროვა ღრუბლები:

ე.დ.ა) ცალკეული (ISOL TCU);

ე.დ.ბ) იშვიათი (OCNL TCU);

ე.დ.გ) ხშირი (FRQ TCU);

ვ) ზომიერი შემოყინულობა (გარდა, კონვექციურ ღრუბლებში წარმოქმნილი შემოყინულობისა) ( MOD ICE;

ზ) ზომიერი ტურბულენტობა (გარდა კონვექციურ ღრუბლებში წარმოქმნილი ტურბულენტობისა) – MOD TURB);

თ) ზომიერი მთის ტალღა  (MOD MTW).

8. ინფორმაცია AIRMET არ შეიცავს ზედმეტ აღწერით მასალას. ამინდის მოვლენების აღწერაში, რომელთა შესახებაც გამოიცემა ინფორმაცია AIRMET, არ ჩაირთვება არავითარი აღწერითი მასალა, გარდა იმისა, რაც მითითებულია ამ მუხლის მე-7 პუნქტში. ინფორმაცია AIRMET-ში, რომელიც ეხება ჭექა-ქუხილებს ან გროვა-საწვიმარ ღრუბლებს, არ მიეთითება მათთან დაკავშირებული ტურბულენტობა და შემოყინულობა.

9. ინფორმაცია AIRMET უნდა გავრცელდეს IWXXM ფორმით, დამატებით ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული კოდური ფორმატისა.

შენიშვნა 1: AIRMET-ის გავრცელების პროცედურები გაწერილია იკაო-ს EUR Doc 018, „ევროპის რეგიონის ოპერატიული მეტეოროლოგიური მონაცემების მართვის სახელმძღვანელოში“;

შენიშვნა 2: სახელმძღვანელო მასალა ევროპის რეგიონში IWXXM დანერგვის და გაცვლის შესახებ მოცემულია იკაო-ს EUR Doc33 „ევროპის რეგიონში IWXXM გამოყენებით ოპერატიული მეტეოროლოგიური მონაცემების გაცვლის სახელმძღვანელოში