1. პროგნოზებს აფრენისათვის ადგენს აეროდრომის მეტეოროლოგიური ოფისი, მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოსა და ექსპლუატანტებს შორის შეთანხმების საფუძველზე.

2. პროგნოზები აფრენისათვის უნდა მიუთითებდეს დროის გარკვეულ პერიოდზე და შეიცავდეს ინფორმაციას მოსალოდნელი მეტეოროლოგიური პირობების შესახებ ადზ-ის კომპლექსის რაიონში, კერძოდ, მიწისპირა ქარის მიმართულებისა და სიჩქარის, ასევე მათი ცვლილების შესახებ, ტემპერატურის, წნევის (QNH) და ნებისმიერი სხვა ელემენტის შესახებ, აეროდრომის მეტეოროლოგიურ ოფისსა და ექსპლუატანტებს შორის შეთანხმების შესაბამისად.

3. პროგნოზები აფრენისათვის ექსპლუატანტს და საფრენოსნო ეკიპაჟის წევრებს უნდა მიეწოდოს მოთხოვნის მიხედვით, 3 საათის განმავლობაში აფრენის მოსალოდნელ დრომდე.

4. აეროდრომის მეტეოროლოგიურმა ოფისმა, რომელიც ადგენს პროგნოზებს აფრენისათვის, უნდა აწარმოოს პროგნოზების მუდმივი კონტროლი და აუცილებლობის შემთხვევაში, დროულად გამოუშვას კორექტივები.

5. პროგნოზის ფორმატი უნდა განისაზღვროს მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოსა და შესაბამის ექსპლუატანტებს შორის შეთანხმების საფუძველზე. ელემენტების თანმიმდევრობა, ტერმინოლოგია, ერთეულები და შკალა, რომელიც გამოიყენება აფრენისათვის პროგნოზებში, უნდა იყოს ამ აეროდრომისათვის გამოცემული შეტყობინებების კომპონენტების ანალოგიური.

6. აფრენის პროგნოზის კორექტივების გამოცემის კრიტერიუმები მიწისპირა ქარის სიჩქარესა და მიმართულებაზე, ტემპერატურაზე, წნევაზე და სხვა ნებისმიერი ელემენტის შესახებ უნდა განისაზღვროს მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოსა და შესაბამის ექსპლუატანტს შორის შეთანხმების საფუძველზე. ეს კრიტერიუმები უნდა შეესაბამებოდეს აეროდრომისათვის დადგენილ სპეციალური შეტყობინებების გამოცემის კრიტერიუმებს ამ წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისა