1. „TREND“ ტიპის პროგნოზი უნდა გამოიცეს:

ა) ღია ტექსტით, შემოკლებებით, ამ წესის №2 დანართის A2-1 ცხრილის შესაბამისად; ან

ბ) მმო-ს მიერ დადგენილი METAR და SPECI კოდური ფორმით, ამ წესის №2 დანართის  A2-2 ცხრილის შესაბამისად.

2. TREND ტიპის პროგნოზები უნდა გავრცელდეს იკაოს მეტეოროლოგიური ინფორმაციის გაცვლის მოდელის (IWXXM) ფორმატშიც, დამატებით TREND პროგნოზების გავრცელებისა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

3. TREND ტიპის პროგნოზში მიეთითება ერთი ან რამდენიმე შემდეგი ელემენტის: მიწისპირა ქარის, ხილვადობის, ამინდის და ღრუბლების მნიშვნელოვანი ცვლილებები. პროგნოზში უნდა ჩაერთოს მხოლოდ ის ელემენტები, რომლებიც, როგორც მოსალოდნელია, მნიშვნელოვნად შეიცვლება, თუმცა ღრუბლების მოსალოდნელი ცვლილების შემთხვევაში, უნდა მიეთითოს  ღრუბლების ყველა ჯგუფი, ღრუბლების იმ ფენებისა და მასივების ჩათვლით, რომელთა ცვლილება მოსალოდნელი არ არის. ხილვადობის მნიშვნელოვანი ცვლილების დროს, აგრეთვე, მიეთითება მოვლენა, რომელმაც გამოიწვია ხილვადობის შემცირება. თუ არავითარი ცვლილება არ არის მოსალოდნელი, მიეთითება აღნიშვნა „NOSIG“.

4. TREND ტიპის პროგნოზში მიეთითება მიწისპირა ქარის ცვლილება, რომელსაც თან ახლავს:

ა) მიწისპირა ქარის საშუალო მიმართულების ცვლილება 60 გრადუსით ან მეტით, როდესაც ქარის საშუალო სიჩქარე ცვლილებამდე და/ან მის შემდეგ შეადგენს 5 მ/წმ-ს (10 კვანძი) ან მეტს;

ბ) მიწისპირა ქარის საშუალო სიჩქარის ცვლილება 5 მ/წმ-ით (10 კვანძი) ან მეტით;

გ) ქარის ცვლილებები, რომელიც საექსპლუატაციო თვალსაზრისით, აჭარბებს ყურადსაღებ მნიშვნელობებს. ზღვრული სიდიდეები უნდა დადგინდეს მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოს, საჰაერო მოძრაობის მართვის საწარმოსა და დაინტერესებულ ექსპლუატანტებთან კონსულტაციით, ქარის ცვლილების გათვალისწინებით, რომელიც:

გ.ა) მოითხოვს მოქმედი ადზ-ის (კურსის) შეცვლას;

გ.ბ) მოწმობს იმას, რომ გვერდითი და ზურგქარის მდგენელების ცვლილებებმა ადზ-ზე გადააჭარბა მნიშვნელობას, რომელიც წარმოადგენს ძირითად საექსპლუატაციო ზღვარს ტიპური საჰაერო ხომალდებისათვის, რომლებიც ახორციელებენ ფრენებს ამ აეროდრომზე.

5. იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელია, რომ ხილვადობა გაუმჯობესდება და მიაღწევს და/ან გადააჭარბებს ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობას ან ხილვადობა გაუარესდება და გახდება ნაკლები ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობაზე: 150, 350, 600, 800, 1500 ან 3000 მ, ასეთი ცვლილება მიეთითება TREND ტიპის პროგნოზში. იმ შემთხვევაში, როდესაც ფრენების მნიშვნელოვანი რაოდენობა სრულდება ვიზუალური ფრენების წესებით, პროგნოზში დამატებით მიეთითება ცვლილება მაშინ, როდესაც ხილვადობა აღწევს ან აჭარბებს 5000 მ-ს.

შენიშვნა: TREND ტიპის პროგნოზში, რომელიც თან ერთვის ადგილობრივ რეგულარულ და ადგილობრივ სპეციალურ შეტყობინებებს, ხილვადობა შეესაბამება ადზ-ის გასწვრივ პროგნოზირებულ ხილვადობას; TREND ტიპის პროგნოზში, რომელიც თან ერთვის შეტყობინებებს METAR და SPECI, ხილვადობა შეესაბამება პროგნოზირებულ უმეტეს ხილვადობას.

6. TREND ტიპის პროგნოზში მიეთითება ამინდის ერთი ან რამდენიმე (მაქსიმუმ სამი)  შემდეგი მოვლენისა ან მათი ერთობლიობის მოსალოდნელი დაწყება, შეწყვეტა ან ინტენსივობის ცვლილება:

ა) გადაციებული ნალექები;

ბ) ზომიერი ან ძლიერი ნალექი (თქეშის ჩათვლით);

გ) მტვრის ქარიშხალი;

დ) ქვიშის ქარიშხალი;

ე) ჭექა-ქუხილი(ნალექით);

ვ) ამინდის სხვა მოვლენები, რომლებიც მითითებულია ამ წესის 37-ე მუხლის მე-7 პუნქტში, მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოს, საჰაერო მოძრაობის მართვის საწარმოსა და შესაბამის ექსპლუატანტებს შორის შეთანხმების საფუძველზე.

7. TREND ტიპის პროგნოზში მიეთითება ამინდის ერთი ან რამდენიმე (მაქსიმუმ სამი)  შემდეგი მოვლენის ან მათი ერთობლიობის მოსალოდნელი დაწყება ან შეწყვეტა:

ა) ყინულოვანი ნისლი;

ბ) მტვრის, ქვიშის ან თოვლის ქარახვეტი;

გ) მტვრის მიწისპირა ქარბუქი, ქვიშის მიწისპირა ქარბუქი ან საერთო ქარბუქი;

დ) ჭექა-ქუხილი (უნალექოდ);

ე) ქარტეხილი;

ვ) ძაბრისებრი ღრუბელი (ტორნადო ან წყლის ქარბორბალა).

8. ამ მოვლენების მოსალოდნელი შეწყვეტა მიეთითება შემოკლების „NSW“ გამოყენებით.

9. TREND ტიპის  პროგნოზში მითითებული ამინდის მოვლენების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სამს.

10. იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელია, რომ BKN ან OVC რაოდენობის ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლე მოიმატებს და მიაღწევს ან გადააჭარბებს ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობას ან როდესაც მოსალოდნელია BKN ან OVC რაოდენობის ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლე შემცირდება და გახდება ნაკლები ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობაზე: 30, 60, 150, 300 და 450 მ (100, 200, 500, 1000, და 1500 ფუტი), ცვლილება მიეთითება TREND ტიპის პროგნოზში. იმ შემთხვევაში, როდესაც ღრუბლის ქვედა საზღვრის სიმაღლე 450 მ-ზე (1500 ფუტი) ნაკლებია, აგრეთვე, მოსალოდნელია, რომ იგი კიდევ შემცირდება ან მოიმატებს, TREND ტიპის პროგნოზში მიეთითება ღრუბლების რაოდენობის ცვლილება მატების მხარეს, „FEW“ ან SCT-დან „BKN“ ან „OVC“-მდე ან ცვლილება შემცირების მხარეს - „BKN“ ან „OVC“-დან, „FEW“ ან SCT-მდე. თუ ფრენისთვის მნიშვნელოვანი ღრუბელი არ არის პროგნოზირებული, ხოლო შემოკლება „CAVOK“ ამინდის პირობებს არ შეესაბამება, გამოიყენება შემოკლება „NSC“.

11. იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელია, რომ ცის თაღი დარჩება დაბინდული ან დაიბინდება,  აეროდრომზე არის ვერტიკალურ ხილვადობაზე დაკვირვების მონაცემები და პროგნოზის მიხედვით, ვერტიკალური ხილვადობა გაუმჯობესდება და მიაღწევს ან გადააჭარბებს ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობას: 30, 60, 150 ან 300 მ (100, 200, 500 ან 1000 ფუტი), ან როდესაც პროგნოზის მიხედვით, ვერტიკალური ხილვადობა გაუარესდება და მიაღწევს ან გადააჭარბებს რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობას (30, 60, 150 ან 300 მ (100, 200, 500 ან 1000 ფუტი), ან როდესაც პროგნოზის მიხედვით, ვერტიკალური ხილვადობა გაუარესდება და გახდება ერთ ან რამდენიმე შემდეგ მნიშვნელობაზე ნაკლები: 30, 60, 150 ან 300 მ (100, 200, 500 ან 1000 ფუტი), ცვლილება მიეთითება TREND ტიპის პროგნოზში.

12. აეროდრომის ადგილობრივი საექსპლუატაციო მინიმუმების გათვალისწინებით, გარდა ამ მუხლის მე-3-მე-8 პუნქტებში ჩამოთვლილი კრიტერიუმებისა, გამოიყენება მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოსა და შესაბამის ექსპლუატანტს შორის დადებული შეთანხმებით მიღებული კრიტერიუმები.

შენიშვნა: TREND ტიპის პროგნოზებში ცვლილების ინდიკატორების გამოყენების სახელმძღვანელო მასალა მოცემულია ამ წესის №2 დანართის A2-3 ცხრილში.

13. იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელია ელემენტების ცვლილება, შეტყობინების ტრენდული ნაწილი იწყება ერთი ან რომელიმე ცვლილების ინდექსით: „BECMG“ ან „TEMPO“.

14. ცვლილებების ინდექსი „BECMG“ გამოიყენება პროგნოზირებული ცვლილებების აღწერისათვის, როდესაც, როგორც მოსალოდნელია, მეტეოროლოგიური პირობები მიაღწევს ან გადააჭარბებს დადგენილ მნიშვნელობებს მუდმივი ან ცვალებადი სიჩქარით. პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მოსალოდნელია ცვლილება, მიეთითება შესაბამისად, შემოკლებების გამოყენებით „FM“, „TL“ ან „AT“, შემდეგ მოდის დროის ჯგუფი საათებსა და წუთებში.

15. იმ შემთხვევაში, როდესაც პროგნოზირდება, რომ ცვლილება დაიწყება და მთლიანად დასრულდება TREND ტიპის პროგნოზის მოქმედების განმავლობაში, ცვლილების დაწყება და დამთავრება მიეთითება შესაბამისად „FM“ და „TL“ შემოკლებების გამოყენებით, შესაბამისი დროის ჯგუფებით.

16. იმ შემთხვევაში, როდესაც პროგნოზირდება, რომ ცვლილება დაიწყება TREND ტიპის პროგნოზის პერიოდის დასაწყისში, მაგრამ დასრულდება ამ პერიოდის დამთავრებამდე, შემოკლება „FM“ შესაბამისი დროის ჯგუფით გამოიტოვება და გამოიყენება მხოლოდ შემოკლება „TL“ შესაბამისი დროის ჯგუფით.

17. იმ შემთხვევაში, როდესაც პროგნოზირდება, რომ ცვლილება დაიწყება TREND ტიპის  პროგნოზის პერიოდის განმავლობაში და დასრულდება ამ პერიოდის ბოლოს, შესაბამისი დროის ჯგუფით გამოიტოვება და გამოიყენება მხოლოდ შემოკლება „FM“ შესაბამისი დროის ჯგუფით.

18. თუ პროგნოზირდება, რომ ცვლილება მოხდება TREND ტიპის პროგნოზის პერიოდის განმავლობაში გარკვეულ დროს, მაშინ გამოიყენება შემოკლება „AT“ დროის შესაბამისი ჯგუფით.

19. იმ შემთხვევაში, როდესაც პროგნოზირდება, რომ ცვლილება დაიწყება „TREND“-ის ტიპის პროგნოზის პერიოდის დასაწყისში და დამთავრდება ამ პერიოდის ბოლოს ან როდესაც პროგნოზირდება, რომ ცვლილება მოხდება TREND ტიპის პროგნოზის პერიოდში, ხოლო ცვლილების დრო უცნობია, მაშინ შემოკლებები „FM“, „TL“ ან „AT“ შესაბამისი დროის ჯგუფებით გამოიტოვება და გამოიყენება მხოლოდ ცვლილების ინდექსი „BECMG“.

20. ცვლილებების ინდექსი „TEMPO“ გამოიყენება პროგნოზირებული მეტეოროლოგიური პირობების დროებითი რყევების აღწერისათვის, რომელიც აღწევეს ან აჭარბებს დადგენილ მნიშვნელობებს და ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, ნარჩუნდება ერთ საათზე ნაკლები პერიოდის განმავლობაში, მთლიანობაში კი – მოიცავს იმ პერიოდის ნახევარზე ნაკლებს, რომლის განმავლობაშიც პროგნოზირებულია რყევები. პერიოდი, რომლის განმავლობაშიც პროგნოზირდება დროებითი რყევები, მიეთითება შემოკლებების და წუთებში „FM“ და/ან „TL“ გამოყენებით, რომლის შემდეგ მოდის დროის ჯგუფი საათებსა და წუთებში.

21. იმ შემთხვევაში, როდესაც პროგნოზირდება, რომ მეტეოროლოგიური პირობების დროებითი რყევები დაიწყება და მთლიანად დასრულდება TREND ტიპის პროგნოზის პერიოდის განმავლობაში, მაშინ მიეთითება დროებითი რყევების დაწყება და დასრულება პერიოდის შემოკლებების გამოყენებით „FM“ და „TL“ შესაბამისი დროის ჯგუფებით.

22. იმ შემთხვევაში, როდესაც, პროგნოზირდება, რომ დროებითი რყევების პერიოდი დაიწყება TREND ტიპის პროგნოზის პერიოდის დასაწყისში, მაგრამ დამთავრდება ამ პერიოდის დასრულებამდე, შემოკლება „FM“ დროის შესაბამისი ჯგუფით გამოიტოვება და გამოიყენება შემოკლება „TL“ შესაბამისი დროის ჯგუფით.

23. იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელია, რომ დროებითი რყევების პერიოდი დაიწყება TREND ტიპის პროგნოზის პერიოდის ბოლოს, შემოკლება „TL“ შესაბამისი დროის ჯგუფით გამოიტოვება და გამოიყენება მხოლოდ შემოკლება „FM“ შესაბამისი დროის ჯგუფით.

24. თუ მოსალოდნელია, რომ დროებითი რყევების პერიოდი დაიწყება TREND ტიპის პროგნოზის დასაწყისში და დასრულდება ამ პერიოდის ბოლოს, ორივე შემოკლება „FM“ და „TL“ შესაბამისი დროითი ჯგუფებით გამოიტოვება და გამოიყენება მხოლოდ ცვლილების ინდექსი „TEMPO“.

25. აღნიშვნა „PROB“ TREND ტიპის პროგნოზში არ გამოიყენებ