1. აეროდრომის მეტეოროლოგიურ პროგნოზებს ადგენს აეროდრომის მეტეოროლოგიური ოფისი.

2.  აეროდრომის პროგნოზი უნდა გამოიცეს განსაზღვრულ დროს, მისი მოქმედების პერიოდის დაწყებამდე არაუადრეს ერთი საათისა და უნდა შეიცავდეს აეროდრომზე განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში მოსალოდნელი მეტეოროლოგიური პირობების მოკლე აღწერას.

3. აეროდრომის მეტეოროლოგიური ოფისი აეროდრომის პროგნოზებსა და მათ კორექტივებს გამოსცემს TAF პროგნოზის სახით, რომელიც მოიცავს ინფორმაციას შემდეგ მეტეოროლოგიურ ელემენტებზე:

ა) პროგნოზის ტიპის იდენტიფიკატორი;

ბ) ადგილმდებარეობის ნიშანი;

გ) გამოშვების თარიღი და  დრო;

დ) არარსებული პროგნოზის იდენტიფიკატორი, როდესაც ეს მისაღებია;

ე) პროგნოზის მოქმედების თარიღი და  დრო;

ვ) გაუქმებული პროგნოზის იდენტიფიკატორი, როდესაც ეს მისაღებია;

ზ) მიწისპირა ქარი;

თ) ხილვადობა;

ი) ამინდი;

კ) ღრუბლიანობა; და

ლ) ერთი ან რამდენიმე ამ ელემენტის მოსალოდნელი მნიშვნელოვანი ცვლილებები პროგნოზის მოქმედების პერიოდში.

4. პროგნოზებში TAF დამატებითი ელემენტები ჩაირთვება რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმების შესაბამისად.

შენიშვნა: TAF-ში მითითებული ხილვადობა შეესაბამება პროგნოზირებულ უმეტეს ხილვადობას.

5. აეროდრომის მეტეოროლოგიური ოფისი, რომელიც ადგენს პროგნოზებს - TAF, ახორციელებს პროგნოზების მუდმივ კონტროლს და აუცილებლობის შემთხვევაში, სწრაფად შეაქვს მასში შესაბამისი კორექტივები. პროგნოზების ტექსტის სიგრძე და მასში მითითებული ცვლილებების რაოდენობა მინიმუმამდე დაიყვანება.

შენიშვნა: პროგნოზების მუდმივ კონტროლთან დაკავშირებული სახელმძღვანელო მასალა მოცემულია იკაოს ოფიციალური გამოცემის „სააერნაოსნო მეტეოროლოგიური პრაქტიკა“ (Doc 8896) მე-3 თავში.

6. პროგნოზები TAF, რომელთა განახლება სისტემატურად არ ხდება, უქმდება.

7. აეროდრომის რეგულარული პროგნოზის TAF-ის მოქმედების პერიოდი უნდა შეადგენდეს 9, 24 ან 30 საათს, რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმების შესაბამისად. 12 საათზე ნაკლები პერიოდის რეგულარული პროგნოზები TAF-ი გამოშვებული უნდა იქნეს ყოველ 3 საათში, ხოლო 12-დან 30-საათამდე პერიოდის - ყოველ 6 საათში. TAF-ის გამოცემისას აეროდრომის მეტეოროლოგიური ოფისი უზრუნველყოფს არაუმეტეს ერთი მოქმედი TAF-ის არსებობას აეროდრომზე დროის ნებისმიერ მომენტში.

8. პროგნოზები TAF და მათი კორექტივები ეგზავნება მონაცემთა საერთაშორისო ბანკებს (OPMET) და ცენტრებს, რომლებიც რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმებით დანიშნულნი არიან ინტერნეტზე დამყარებული სააერნაოსნო ფიქსირებული მომსახურების ოპერირებისათვი