1. მონაცემთა გადამცემი ხაზის „ჰაერი-მიწა“ გამოყენებისას ინფორმაცია ქარის მიმართულების, სიჩქარის, ხარისხის მაჩვენებლის, ჰაერის ტემპერატურის, ტურბულენტობის და ტენიანობის შესახებ, რომელიც ჩართულია AIREP შეტყობინებებში, გადაიცემა შემდეგი კრიტერიუმების შესაბამისად:
ა) ქარის მიმართულება გადაიცემა ჭეშმარიტ გრადუსებში, დამრგვალებული უახლოესი მთელის მნიშვნელობამდე;
ბ) ქარის სიჩქარე გადაიცემა მეტრ/წამებში ან კვანძებში, დამრგვალებული უახლოეს მ/წმ-მდე ან კვანძამდე. მიეთითება ქარის სიჩქარის საზომი ერთეული;
გ) ქარის მონაცემთა შესახებ ხარისხის მაჩვენებელი გადაიცემა, როგორც 0. როდესაც ფრენის კუთხე შეადგენს 5 გრადუსზე ნაკლებს და როგორც 1, როდესაც ფრენის კუთხე შეადგეს 5 გრადუსს ან მეტს;
დ) ჰაერის ტემპერატურა გადაიცემა ცელსიუსის გრადუსის მეათედის სიზუსტით;
ე) ინფორმაცია ტურბულენტობის შესახებ გადაიცემა ტურბულენტობის კინეტიკური ენერგიის გაფანტვის ერთეულში (EDR).
შენიშვნა: EDR წარმოადგენს საჰაერო ხომალდისაგან დამოუკიდებლად ტურბულენტობის საზომს. მიუხედავად ამისა, EDR-ის მნიშვნელობასა და ტურბულენტობის აღქმას შორის ურთიერთობა წარმოადგენს საჰაერო ხომალდის ტიპის, მასის, სიმაღლის, კონფიგურაციის და სიჩქარის ფუნქციას. ქვემოთ მოცემული EDR-ის მნიშვნელობა აღწერს სიმძიმეების დონეებს საშუალო მასის საჰაერო ტრანსპორტისთვის, ფრენის ტიპიური პირობების დროს მარშრუტზე.
ე.ა) რეგულარული AIREP შეტყობინებისას, საჰაერო ხომალდიდან ინფორმაცია ტურბულენტობის შესახებ გადაიცემა მარშრუტზე ფრენისას და ეხება 15-წუთიან პერიოდს, რომელიც უშუალოდ წინ უსწრებს დაკვირვებას. დაიკვირვება ტურბულენტობის საშუალო და მაქსიმალური მნიშვნელობები და აგრეთვე მაქსიმალური მნიშვნელობის მიღწევის დრო შემდეგი წუთის სიზუსტით. საშუალო და მაქსიმალური მნიშვნელობები გადაიცემა EDR-ის ერთეულში. მაქსიმალური მნიშვნელობის მიღწევის დრო გადაიცემა, როგორც ეს ნაჩვენებია ამ წესის №3 დანართის A3-3 ცხრილში. ინფორმაცია ტურბულენტობის შესახებ გადაიცემა სიმაღლის აღების ეტაპზე ფრენის პირველი 10 წუთის განმავლობაში და ეხება 30-წამიან პერიოდს, რომელიც უშუალოდ წინ უსწრებს დაკვირვებას;
ე.ბ) ტურბულენტობა ითვლება:
ე.ბ.ა.) ძლიერად, როდესაც EDR-ის მაქსიმალური მნიშვნელობა უდრის ან აჭარბებს 0.45-ს;
ე.ბ.ბ) ზომიერად, როდესაც მაქსიმალური EDR-ის მნიშვნელობა უდრის ან აჭარბებს 0.20-ს და ნაკლებია ან ტოლია 0.45-ის;
ე.ბ.გ) სუსტად, როდესაც EDR-ის მაქსიმალური მნიშვნელობა აჭარბებს 0.10-ს და ნაკლებია ან ნაკლებია 20-ის;
ე.ბ.დ) ნულოვანად, როდესაც EDR-ის მაქსიმალური მნიშვნელობა ნაკლებია ან უდრის 0.10-ს;
ე.გ) სპეციალური შეტყობინება AIREP SPECIAL ტურბულენტობის შესახებ, საჰაერო ხომალდიდან გადაიცემა ფრენის ნებისმიერ ეტაპზე, როდესაც მაქსიმალური EDR-ის მნიშვნელობა უდრის ან აჭარბებს 0,20-ს. შეტყობინება ეხება ერთწუთიან პერიოდს, რომელიც უშუალოდ წინ უსწრებს დაკვირვებას. საშუალო და მაქსიმალური მნიშვნელობები გადაიცემა EDR-ის ერთეულში. AIREP SPECIAL საჰაერო ხომალდიდან გადაიცემა ყოველ 1 წუთში მანამდე, სანამ EDR-ის მაქსიმალური მნიშვნელობა არ გახდება 0.20-ზე ნაკლები.
2. ინფორმაცია ჰაერის ტენიანობის შესახებ გადაიცემა შეფარდებითი ტენიანობის სახით და მრგვალდება უახლოეს მთელ პროცენტამდე.
შენიშვნა: AIREP შეტყობინებებში მეტეოროლოგიური ელემენტების შეტანის ტექნიკური დეტალები მოცემულია ამ წესის №3 დანართის A3-4 ცხრილშ