მონაცემთა გადამცემი ხაზის “ჰაერი-მიწა“ გამოყენებისას ინფორმაცია ქარის მიმართულების, სიჩქარის, ხარისხის მაჩვენებლის, ჰაერის ტემპერატურის, ტურბულენტობის და ტენიანობის შესახებ, რომელიც ჩართულია სხ-ის ბორტიდან შეტყობინებებში, გადაიცემა შემდეგი კრიტერიუმების შესაბამისად:
1. ქარის მიმართულება გადაიცემა ნამდვილ გრადუსებში, დამრგვალებული უახლოესი მთელის მნიშვნელობამდე.
2. ქარის სიჩქარე გადაიცემა მეტრ/წამებში ან კვანძებში, დამრგვალებული უახლოეს მ/წმ-მდე ან კვანძამდე. ქარის სიჩქარის საზომი ერთეული მიეთითება.
3. ქარის მონაცემთა შესახებ ხარისხის მაჩვენებელი გადაიცემა როგორც 0. როდესაც ფრენის კუთხე შეადგენს 5 გრადუსზე ნაკლებს და როგორც 1, როდესაც ფრენის კუთხე შეადგეს 5 გრადუსს ან მეტს.
4. ჰაერის ტემპერატურა გადაიცემა ცელსიუსის გრადუსის მეათედის სიზუსტით.
5. ინფორმაცია ტურბულენტობის შესახებ გადაიცემა ჭავლის ჩაქრობის სიჩქარის კუბური ფესვის ერთეულში (EDR):
ა) რეგულარული შეტყობინება სხ-ის ბორტიდან
- ინფორმაცია ტურბულენტობის შესახებ გადაიცემა მარშრუტზე ფრენისას და ეხება 15-წუთიან პერიოდს, რომელიც უშუალოდ წინ უსწრებს დაკვირვებას. დაიკვირვება ტურბულენტობის საშუალო და მაქსიმალური მნიშვნელობები და აგრეთვე მაქსიმალური მნიშვნელობის მიღწევის დრო შემდეგი წუთის სიზუსტით. საშუალო და მაქსიმალური მნიშვნელობები გადაიცემა EDR-ის კუბური ფესვის ერთეულში. მაქსიმალური მნიშვნელობის მიღწევის დრო გადაიცემა როგორც ეს ნაჩვენებია ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართის “საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური მომსახურება“ მე-2 ნაწილის (დამატებები და დანართები) A4-2ცხრილის ნიმუშის მიხედვით. ინფორმაცია ტურბულენტობის შესახებ გადაიცემა სიმაღლის აკრეფის ეტაპზე ფრენის პირველ 10 წუთიან პერიოდში და ეხება 30-წამიან პერიოდს, რომელიც უშუალოდ წინ უსწრებს დაკვირვებას.
ბ) ტურბულენტობა ითვლება:
ბ.ა) ძლიერად, როდესაც მაქსიმალური მნიშვნელობა EDR-ის კუბური ფესვიდან აჭარბებს 0,7-ს;
ბ.ბ) ზომიერად, როდესაც მაქსიმალური მნიშვნელობა EDR-ის კუბური ფესვიდან აჭარბებს 0,4-ს და ნაკლებია ან ტოლია 0,7-ს;
ბ.გ) სუსტად, როდესაც მაქსიმალური მნიშვნელობა EDR-ის კუბური ფესვიდან აჭარბებს 0,1-ს და ნაკლებია ან ტოლია 0,4-ის;
ბ.დ) ნულოვანად, როდესაც მაქსიმალური მნიშვნელობა EDR-ის კუბური ფესვიდან ნაკლებია ან უდრის 0,1-ს.
გ) სპეციალური შეტყობინება სხ-ის ბორტიდან ტურბულენტობის შესახებ გადაიცემა ფრენის ნებისმიერ ეტაპზე, როდესაც მაქსიმალური მნიშვნელობა EDR-ის კუბური ფესვიდან აჭარბებს 0,4-ს. სპეციალური შეტყობინება სხ-ის ბორტიდან ეხება ერთ წუთიან პერიოდს, რომელიც უშუალოდ წინ უსწრებს დაკვირვებას. საშუალო და მაქსიმალური მნიშვნელობები გადაიცემა EDR-ის კუბური ფესვის ერთეულში. სპეციალური შეტყობინება სხ-ის ბორტიდან გადაიცემა ყოველ 1 წუთში, მანამადე, სანამ მაქსიმალური მნიშვნელობა EDR-ის კუბური ფესვიდან არ გახდება 0,4- ზე ნაკლები.
6. ინფორმაცია ჰაერის ტენიანობის შესახებ გადაიცემა შეფარდებითი ტენიანობის სახით და მრგვალდება უახლოეს მთელ პროცენტამდ