1. იმ შემთხვევებში, როდესაც ჰაერის ტემპერატურის და ნამის წერტილის ტემპერატურის საზომად გამოიყენება ავტომატური სისტემები, მონიტორები, რომლებზეც აისახება მონაცემები ჰაერის ტემპერატურისა და ნამის წერტილის ტემპერატურის შესახებ, უნდა განთავსდეს მეტეოროლოგიურ სადგურზე, ხოლო დანარჩენი მონიტორები -სმმ-ის შესაბამისი ორგანოების განლაგების ადგილებში. მეტეოროლოგიურ სადგურსა და სმმ-ის ორგანოებში დაყენებული მონიტორები მიერთებული უნდა იყოს ერთსა და იმავე საზომ ხელსაწყოებთან.
2. ადგილობრივ რეგულარულ და სპეციალურ შეტყობინებებში, ასევე შეტყობინება METAR-სა და SPECI-ში მონაცემები ჰაერის ტემპერატურისა და ნამის წერტილის ტემპერატურის შესახებ გადაიცემა ცელსიუსის გრადუსის უახლოესი მთელი მნიშვნელობის სიზუსტით, ამასთან დაკავშირვებული მნიშვნელობა 0.50C-ის ჩათვლით მრგვალდება მატების მხარეს ცელსიუსის გრადუსის მთელ მნიშვნელობამდე.
3. ადგილობრივ რეგულარულ და სპეციალურ შეტყობინებებში, ასევე შეტყობინება METAR-სა და SPECI-ში მიეთითება ტემპერატურა 00C ცელსიუსს ქვემო