1. ჰაერისა და ნამის წერტილის ტემპერატურა იზომება და გადაიცემა ცელსიუსის გრადუსით.

2. ჰაერისა და ნამის წერტილის ტემპერატურაზე დაკვირვებები, რომლებიც განკუთვნილია ადგილობრივი რეგულარული, ადგილობრივი სპეციალური შეტყობინებისათვის და შეტყობინებისათვის METAR და SPECI, უნდა იყოს ადზ-ის მთელ კომპლექსზე არსებული პირობების ამსახველი.

3. იმ შემთხვევებში, როდესაც ჰაერის ტემპერატურის და ნამის წერტილის ტემპერატურის საზომად გამოიყენება ავტომატური სისტემები, ანალოგიური მონაცემების შემცველი მონიტორები, რომლებზეც აისახება მონაცემები ჰაერის ტემპერატურისა და ნამის წერტილის ტემპერატურის შესახებ უნდა განთავსდეს მეტეოროლოგიურ სადგურზე და სმმ-ის შესაბამის პუნქტებში. მეტეოროლოგიურ სადგურსა და სმმ-ის პუნქტებში  დაყენებული მონიტორები მიერთებული უნდა იყოს ერთსა და იმავე საზომ ხელსაწყოებთან.

4. ადგილობრივ რეგულარულ და ადგილობრივ სპეციალურ შეტყობინებებში, ასევე შეტყობინებებში METAR და SPECI, თუ ისინი ვრცელდება კოდური ფორმით, ამ წესის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მონაცემები ჰაერის ტემპერატურისა და ნამის წერტილის ტემპერატურის შესახებ გადაიცემა მთელი ცელსიუსის გრადუსის საფეხურით. ნებისმიერი დაკვირვებადი მნიშვნელობა, რომელიც არ ჯდება გადაცემისათვის გამოყენებულ მონაცემთა სკალაში, მრგვალდება უახლოესი  მთელი ცელსიუსის გრადუსის მნიშვნელობამდე, ამასთან დაკავშირებული მნიშვნელობა 0.5C-ის ჩათვლით მრგვალდება მატების მხარეს ცელსიუსის გრადუსის მთელ მნიშვნელობამდე.

5. შეტყობინებებისთვის METAR და SPECI, რომლებიც ვრცელდება IWXXM ფორმით,  მონაცემები ჰაერის ტემპერატურისა და ნამის წერტილის ტემპერატურის შესახებ გადაიცემა ცელსიუსის გრადუსის მეათედ ნაწილებში.

6. თუ ინფორმაცია ჰაერის ტემპერატურისა და ნამის წერტილის ტემპერატურის შესახებ ვრცელდება IWXXM ფორმით ცელსიუსის გრადუსის მეათედ ნაწილებში, მონაცემები გადაიცემა ცელსიუსის უახლოესი მეათედი ნაწილის სიზუსტით.

7. ადგილობრივ რეგულარულ და ადგილობრივ სპეციალურ შეტყობინებებში, ასევე შეტყობინება METAR-სა და SPECI-ში  ტემპერატურა 0°C ცელსიუსს ქვემოთ უნდა იქნეს იდენტიფიცირებულ