1. ავტომატური დაკვირვების სისტემების მიერ გენერირებული METAR და SPECI შეტყობინებები გამოიყენება მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოს მიერ მაშინ, როცა არსებობს ამის შესაძლებლობა აეროდრომის არასამუშაო საათებში, ხოლო აეროდრომის სამუშაო საათებში – მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოს მიერ მომხმარებლებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე, არსებული პერსონალის ხელმისაწვდომობისა და ეფექტიანი გამოყენების გათვალისწინებით.
შენიშვნა: ავტომატური მეტეოროლოგიური დაკვირვების სისტემების გამოყენების სახელმძღვანელო მასალა მოცემულია Doc 9837-ში.
2. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმო, მომხმარებლებთან კონსულტაციის საფუძველზე და პერსონალის ხელმისაწვდომობისა და ეფექტიანი გამოყენების გათვალისწინებით, განსაზღვრავს აეროდრომის სამუშაო საათებში ავტომატური დაკვირვების სისტემებიდან მიღებული ადგილობრივი რეგულარული და ადგილობრივი სპეციალური შეტყობინებების გამოყენებას.
3. ავტომატური დაკვირვების სისტემების მიერ შედგენილი ადგილობრივი რეგულარული შეტყობინებები, ადგილობრივი სპეციალური შეტყობინებები, METAR და SPECI უნდა აღინიშნოს სიტყვით „AUTO