1. ატმოსფერული წნევა იზომება, ხოლო სიდიდეები QNH და QFE გამოითვლება და გადაიცემა ჰექტოპასკალებით.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც ატმოსფერული წნევის საზომად გამოყენებულია ავტომატური ხელსაწყოები, QNH-ს და აუცილებლობის შემთხვევაში QFE-ს მონიტორები, რომლებიც დაკავშირებულია ბარომეტრებთან, უნდა განთავსდეს მეტეოროლოგიურ სადგურზე, ხოლო ანალოგიური მონაცემების შემცველი მონიტორი – საჰაერო მოძრაობის მომსახურების პუნქტებში. თუ QFE-ს გამოსახულება ეკუთვნის რამდენიმე ადზ-ს, მონიტორები მკაფიოდ მოინიშნება იმ ადზ-ის მითითებით, რომელსაც ეკუთვნის ამ QFE-ს გამოსახულება.
3. QFE-ს გამოთვლის დროს საწყის დონედ მიღებული უნდა იქნეს აეროდრომის შემაღლება. ადზ-ზე, რომლებიც აღჭურვილნი არიან დასაფრენად არაზუსტი შემოსვლისათვის, რომელთა ზღურბლები მდებარეობენ 2 მ-ით (7 ფტ) ან მეტით დაბალია აეროდრომის შემაღლებაზე, აგრეთვე ადზ-ები, რომლებიც აღჭურვილნი არიან დასაფრენად ზუსტი შემოსვლისათვის, QFE-ს სიდიდეების დროს გამოთვლილი უნდა იქნეს შესაბამისი ზღურბლის შემაღლების მიმართ.
4. ადგილობრივ რეგულარულ და ადგილობრივ სპეციალურ შეტყობინებებში, ასევე შეტყობინებაში METAR და SPECI, მონაცემები QNH-ს შესახებ გამოითვლება ჰექტოპასკალის მეათედ ნაწილებში და გადაიცემა ჰექტოპასკალებში, დამრგვალებული უახლოესი ჰექტოპასკალის მცირე რიცხვამდე და მითითებულია ოთხი ციფრით. ნებისმიერი დაკვირვებადი მნიშვნელობა, რომელიც არ ჯდება გადაცემისათვის გამოყენებულ მონაცემთა სკალაში, მრგვალდება უახლოესი დაბალი მნიშვნელობის ჰექტოპასკალამდე.
5. ადგილობრივ რეგულარულ და ადგილობრივ სპეციალურ შეტყობინებებში:
ა) გადაიცემა ინფორმაცია QNH-ს შესახებ;
ბ) ინფორმაცია QFE-ს შესახებ გადაიცემა მომხმარებლის მოთხოვნის ან მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოს, საჰაერო მოძრაობის მომსახურების საწარმოსა და ექსპლუატანტებს შორის შეთანხმებით, რეგულარულ საფუძველზე;
გ) გადაიცემა ინფორმაცია QNH-ს და QFE-ს მნიშვნელობებისათვის გამოყენებული საზომი ერთეულების შესახებ;
დ) თუ QFE-ს მნიშვნელობა აუცილებელია რამდენიმე ადზ-ისათვის, ჩართულ უნდა იქნეს მოთხოვნილი QFE-ს მნიშვნელობა და მითითებულ იქნეს ადზ-ები, რომლებსაც ეკუთვნით ეს მნიშვნელობა.
6. შეტყობინებაში METAR და SPECI გადაიცემა მხოლოდ QNH-ს მნიშვნელობ