1. აეროდრომზე დაკვირვების შედეგების შეტყობინებებში ჩართული უნდა იყოს დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული მეტეოროლოგიური პირობების შესახებ, განსაკუთრებით დაფრენისა და სიმაღლის აღების არეებში. სადაც ეს პრაქტიკულად შესაძლებელია, ასეთი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ამ მეტეოროლოგიური ელემენტების ადგილმდებარეობის შესახებ ცნობებს.
2. ადგილობრივ რეგულარულ შეტყობინებებში, ადგილობრივ სპეციალურ შეტყობინებებში, METAR-სა და SPECI-ში, დამატებითი ინფორმაციის სახით, ამ წესის №2 დანართის A2-1 და A2-2 ცხრილებში მოცემული ნიმუშების შესაბამისად, არაუმეტეს სამი ჯგუფის გამოყენებით უნდა მიეთითოს ქვემოთ ჩამოთვლილი ახლახან დაკვირვებული ამინდის მოვლენები, რომლებიც აეროდრომზე დაიკვირვებოდა ბოლო რეგულარული შეტყობინების გამოცემიდან გასული პერიოდის ან ბოლო ერთი საათის განმავლობაში – იმის მიხედვით, თუ რომელი პერიოდია უფრო მოკლე – მაგრამ არ დაიკვირვება დაკვირვების მომენტში:
ა) გადაციებული ნალექი;
ბ) ზომიერი ან ძლიერი ნალექი (მათ შორის, თქეში);
გ) თოვლის ქარბუქი;
დ) მტვრის ქარიშხალი ან ქვიშის ქარიშხალი;
ე) ჭექა-ქუხილი;
ვ) ძაბრისებრი ღრუბელი (ტორნადო ან წყლის სვეტი);
ზ) ვულკანური ფერფლი.
შენიშვნა: თუ გამოიცემა შეტყობინება SPECI, მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმომ, მომხმარებელთან კონსულტაციის საფუძველზე, შეიძლება არ გამოსცეს ახლახან დაკვირვებული ამინდის ინფორმაცია.
3. ადგილობრივ რეგულარულ და ადგილობრივ სპეციალურ შეტყობინებებში მიეთითება შემდეგი მნიშვნელოვანი მეტეოროლოგიური პირობები ან მათი ერთობლიობა:
ა) გროვა საწვიმარი ღრუბლები (CB);
ბ) ჭექა-ქუხილი (TS);
გ) ზომიერი ტურბულენტობა (MOD TURB) ან ძლიერი ტურბულენტობა (SEV TURB);
დ) ქარის წანაცვლება (WS);
ე) სეტყვა (GR);
ვ) ძლიერი ქარტეხილის ხაზი (SEV QSL);
ზ) ზომიერი შემოყინვა (MOD ICE) ან ძლიერი შემოყინვა (SEV ICE);
თ) ყინულოვანი ნალექი (FZDZ, FZRA);
ი) ძლიერი მთის ტალღები (SEV MTW);
კ) მტვრის/ქვიშის ქარიშხალი (DS, SS);
ლ) ქარბუქი (BLSN);
მ) ძაბრისებრი ღრუბლები (FC).
ასეთი ინფორმაცია მოიცავს ცნობებს მოცემული მოვლენის ვერტიკალური გავრცელების, აგრეთვე გადაადგილების მიმართულებისა და სიჩქარის შესახებ;
შენიშვნა: (TURB), (GR), (SQL), (MTW), (DS) და (SS) ტერმინების გამოყენების სახელმძღვანელო მასალა მოცემულია ამ წესის №8 დანართში.
4. ავტომატიზებულ ადგილობრივ რეგულარულ და ადგილობრივ სპეციალურ შეტყობინებებში, ასევე შეტყობინებებში METAR და SPECI, ამ წესის №2 დანართის A2-1 და A2-2 ცხრილების შესაბამისად, გადაიცემა შემდეგი მონაცემები ახლახან დაკვირვებული ამინდის შესახებ:
ა) გადაციებული ჟინჟღლი, გადაციებული წვიმა, გაურკვეველი გადაციებული ნალექი;
ბ) ზომიერი ან ძლიერი ჟინჟღლი, წვიმა, თოვლი;
გ) ჭექა-ქუხილი;
დ) ზომიერი ან ძლიერი გაურკვეველი ნალექი.
შენიშვნა: თუ გამოიცემა შეტყობინება SPECI, მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმომ, მომხმარებელთან კონსულტაციის საფუძველზე, შეიძლება არ გამოსცეს ახლახან დაკვირვებული ამინდის ინფორმაცია.
5. შეტყობინებებში METAR და SPECI, როდესაც ეს გამართლებულია ადგილობრივი პირობებით, გადაიცემა ინფორმაცია ქარის წანაცვლების შესახებ.
შენიშვნა: ადგილობრივი პირობები არ გულისხმობს ქარის წანაცვლების მხოლოდ იმ შემთხვევებს, რომელიც ატარებს მუდმივ ხასიათს, არამედ იმ შემთხვევებსაც, როცა ქარის წანაცვლება შეიძლება გამოწვეული იყოს ქვედა ფენაში ტემპერატურის ინვერსიით ან ადგილობრივი რელიეფით.
6. რეგიონალური სააერნაოსნო შეთანხმების შესაბამისად, METAR-სა და SPECI-ში დამატებითი ინფორმაციის სახით უნდა მიეთითოს შვეულმფრენების ფრენების უზრუნველყოფის მიზნით ღია ზღვაში განთავსებულ ნაგებობებზე დაარსებული საავიაციო მეტეოროლოგიური სადგურებიდან მიღებული ინფორმაცია ზღვის ზედაპირის ტემპერატურისა და ზღვის მდგომარეობის ან მნიშვნელოვანი ტალღის სიმაღლის შესახებ.
შენიშვნა: ზღვის მდგომარეობა განსაზღვრულია მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის „კოდების სახელმძღვანელოში“ (WMO-No. 306), ტომი I.1, ნაწილი A – ალფანუმერული კოდები, კოდური ცხრილი 370