1. მონაცემთა გადამცემი ხაზის „ჰაერი-მიწა“ გამოყენებისას და ავტომატური დამოკიდებული დაკვირვებებისას (ADS-C-კონტრაქტი) ან მეორეული მიმოხილვითი რადარის (SSR) S რეჟიმის გამოყენებისას, ავტომატიზებული რეგულარული დაკვირვებები უნდა ჩატარდეს მარშრუტზე ფრენის დროის ყოველ 15 წუთსა და სიმაღლის აღების ეტაპზე პირველი 10 წუთის განმავლობაში, ყოველ 30 წამში.

2. საჰაერო მოძრაობის მაღალი დატვირთვის მარშრუტებზე ერთი საჰაერო ხომალდი, ფრენის ყოველ ეშელონზე, ინიშნება რეგულარული დაკვირვების ჩასატარებლად.

3. იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა შეტყობინების გადაცემა სიმაღლის აღებისას, თითოეულ აეროდრომზე ინიშნება საჰაერო ხომალდი დაახლოებით ერთსაათიანი ინტერვალით რეგულარული დაკვირვების ჩასატარებლად.

4. საჰაერო ხომალდიდან მარშრუტზე ფრენის ეტაპზე სამეტყველო კავშირის გამოყენებისას რეგულარული დაკვირვებები ტარდება იმ პუნქტებში და იმ ინტერვალით:

ა) სადაც, საჰაერო მოძრაობის მომსახურების წესების მიხედვით, საჭიროა საჰაერო ხომალდის ადგილმდებარეობის გადაცემა;

ბ) რომლებიც ერთმანეთს დაცილებულია 1 საათის საფრენოსნო დროის ყველაზე უფრო შესაბამისი ინტერვალებით.

5. ღია ზღვაში განლაგებულ ბაქანზე ვერტმფრენის ფრენისას, რეგულარული დაკვირვებები ვერტმფრენებიდან უნდა წარმოებდეს იმ პუნქტებსა და დროის პერიოდში, რომელიც გათვალისწინებულია მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოსა და დაინტერესებულ ექსპლუატანტს შორის შეთანხმებით.

6. საჰაერო მოძრაობის მაღალი სიმკვრივის მარშრუტებზე (მაგალითად, ორგანიზებულ ტრეკებზე) საჰაერო ხომალდებიდან ერთ-ერთი, ფრენის ეტაპის ყოველ ეშელონზე, ინიშნება დაახლოებით ერთსაათიანი ინტერვალით რეგულარული დაკვირვებების ჩასატარებლად ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. აღნიშნული დანიშვნის წესები რეგიონული სააერნაოსნო შეთანხმებით განისაზღვრება.

7. როდესაც სიმაღლის აღების ეტაპზე შეტყობინების გადაცემაა საჭირო, აეროდრომზე ინიშნება საჰაერო ხომალდი დაახლოებით ერთსაათიანი ინტერვალით რეგულარული დაკვირვების ჩასატარებლად, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისა