სპეციალური დაკვირვებები ტარდება ყველა საჰაერო ხომალდიდან იმ შემთხვევაში, როდესაც დაიკვირვება შემდეგი პირობები:
ა) ზომიერი ან ძლიერი ტურბულენტობა; ან
ბ) ზომიერი ან ძლიერი შემოყინვა; ან
გ) ძლიერი მთის ტალღა; ან
დ) შენიღბული, დაფარული გარემომცველი ჭექა-ქუხილი უსეტყვოდ ან ქარტეხილის ხაზით; ან
ე) შენიღბული, დაფარული გარემომცველი ჭექა-ქუხილი სეტყვით ან ქარტეხილის ხაზით; ან
ვ) ძლიერი მტვრის ან ძლიერი ქვიშის ქარიშხალი; ან
ზ) ვულკანური ფერფლის ღრუბელი; ან
თ) ამოფრქვევის წინა ვულკანური მოქმედება, ან ვულკანური ამოფრქვევა.
შენიშვნა: ამ მუხლის „თ“ ქვეპუნქტში მითითებული ამოფრქვევის წინა ვულკანური მოქმედება ნიშნავს უჩვეულო და/ან გაძლიერებულ ვულკანურ მოქმედებას, რომელიც წინ უსწრებს ამოფრქვევას.
ი) ადზ-ის დამუხრუჭების ეფექტურობა შეტყობინებაში მითითებულ კოეფიციენტზე დაბალი