ვულკანური მოქმედების გამოვლენის ფაქტები, რომლებიც წინ უსწრებენ ამოფრქვევას, აგრეთვე ვულკანურ ამოფრქვევებზე და ვულკანური ფერფლის ღრუბლის გამოჩენის შესახებ, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საჰაერო მოძრაობის მომსახურების შესაბამის ორგანოსა და მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოს. შეტყობინება დგება ცნობის სახით ვულკანურ მოქმედებაზე, რომელიც მოიცავს შემდეგ ინფორმაციას, ქვემოთ ჩამოთვლილი თანმიმდევრობის მიხედვით:
ა) შეტყობინების ტიპი: ვულკანური მოქმედების ცნობა (VOLC ან IC ACTIVITY REPORT);
ბ) სადგურის ნიშანი, ადგილმდებარეობის ინდექსი ან სადგურის დასახელება;
გ) თარიღი/ შეტყობინების დრო;
დ) ვულკანის ადგილმდებარეობა და მისი სახელწოდება, თუ ცნობილია;
ე) მოვლენის მოკლე აღწერა, რომელშიც ჩართულია, შესაბამის შემთხვევებში, ვულკანური მოქმედების სიმძლავრის დონე, ამოფრქვევის ფაქტი, თარიღი და დრო, აგრეთვე – ვულკანური ფერფლის არსებობა მოცემულ რაიონში, ინფორმაცია ვულკანური ღრუბლის მოძრაობის და მისი სიმაღლის შესახებ.
შენიშვნა: აღნიშნულ კონტექსტში ვულკანური მოქმედება, რომელიც წინ უსწრებს ამოფრქვევას ნიშნავს განსაკუთრებულ და/ან გააქტიურებულ ვულკანურ მოქმედებას, რომელიც შეიძლება ვულკანის ამოფრქვევას მოასწავებდეს.
დაკვირვებები და შეტყობინებები საჰაერო ხომალდებიდან
შენიშვნა: ამ თავის ტექნიკური მოთხოვნები და დაწვრილებითი კრიტერიუმები მოცემულია XIV თავშ