1. წარმოებს დაკვირვება და გადაიცემა იმ ღრუბლების რაოდენობის, სახეობის და ქვედა საზღვრის სიმაღლის მონაცემები, რომლებიც ფრენებისათვის მნიშვნელოვანი ღრუბლიანობის აღსაწერადაა აუცილებებლი. იმ შემთხვევებში, როდესაც ცის მდგომარეობის განსაზღვრა გართულებულია, ღრუბლების რაოდენობას, სახეობას და ქვედა საზღვრის სიმაღლეზე დაკვირვების ნაცვლად წარმოებს დაკვირვება და გადაიცემა ვერტიკალური ხილვადობის მონაცემები. ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლისა და ვერტიკალური ხილვადობის მონაცემები გადაიცემა მეტრებით (ან ფუტებით).
2. ღრუბლებზე დაკვირვებები, რომლებიც განკუთვნილია ადგილობრივი რეგულარული და საგანგებო შეტყობინებებისათვის, უნდა ჩატარდეს დასაფრენად შემოსვლის ზონისათვის.
3. ღრუბლებზე დაკვირვებები, რომლებიც განკუთვნილია შეტყობინებებისათვის METAR და SPECI, უნდა ჩატარდეს აეროდრომისა და მისი შემოგარენისათვი