1. სპეციალური დაკვირვებების ჩატარების კრიტერიუმების ჩამონათვალი დგება სააგენტოს მიერ საჰაერო მოძრაობის მომსახურების შესაბამის ორგანოსთან, ექსპლუატანტებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის საფუძველზე.

2. ამინდზე სპეციალური დაკვირვების შედეგები გამოიცემა შემდეგი სახით:

ა) ადგილობრივი სპეციალური შეტყობინებების სახით, მხოლოდ შეტყობინების შედგენის აეროდრომზე გასავრცელებლად (განკუთვნილია მოსაფრენი და გასაფრენი საჰაერო ხომალდებისათვის); და

ბ) შეტყობინებების SPECI-ის სახით, შეტყობინების შედგენის აეროდრომის ფარგლებს გარეთ გასავრცელებლად (ძირითადად განკუთვნილია ფრენების დასაგეგმად, რადიოსამაუწყებლო გადაცემებისათვის VOLMET და D-VOLMET-ისათვის), გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შეტყობინება METAR გამოიცემა ნახევარსაათიანი ინტერვალით.

შენიშვნა: მეტეოროლოგიური ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება ATIS-ში (სამაუწყებლო ATIS და D-ATIS აღებულია ადგილობრივი სპეციალური შეტყობინებიდან).

3. აეროდრომისათვის, რომელიც ყოველდღიურად დღე ღამის განმავლობაში არ მუშაობს, როგორც გათვალისწინებულია მე-15 მუხლის პირველი პუნქტით, აუცილებლობის შემთხვევაში გამოიცემა შეტყობინება SPECI, METAR-ის განახლების შემდე