1. აეროდრომის სადღეღამისო რეჟიმით მუშაობისას რეგულარული დაკვირვებები აეროდრომებზე წარმოებს მუდმივად დღეღამის განმავლობაში, თუ აეროდრომის სრულუფლებიან მეტეოროლოგიურ ორგანოს, საჰაერო მოძრაობის მომსახურების შესაბამის ორგანოსა და ექსპლუატანტს შორის არ არის სხვაგვარი შეთანხმება. ასეთი დაკვირვვებები ტარდება ერთი საათის ინტერვალით ან, თუ ეს გათვალისწინებულია სააერნაოსნო შეთანხმებით, ნახევარი საათის ინტერვალით. სხვა საავიაციო მეტეოროლოგიურ სადგურებზე დაკვირვებები ტარდება აეროდრომის სრულუფლებიანი მეტეოროლოგიური ორგანოს შესაბამისი მითითებებისა და იმ მოთხოვნების გათვალისწინებით, რომლებსაც აყენებენ საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოები.
2. ამინდზე რეგულარული დაკვირვებების შედეგების შესახებ გამოიშვება :
ა) ადგილობრივი რეგულარული შეტყობინებები ღია ტექსტით შემოკლებებით იმ ფორმატის მიხედვით, რომელიც მოცემულია დამატება 2-ში (ცხრილი A2-1) და ვრცელდება შეტყობინების შედგენის აეროდრომზე (განკუთვნილია მოსაფრენი და გასაფრენი საჰაერო ხომალდებისათვის); და
ბ) რეგულარული შეტყობინებები კოდური ფორმით METAR, დამატება 2-ის (ცხრილი A2-2) ნიმუშის შესაბამისად, რომელიც დაწესებულია მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მიერ, შეტყობინებების შედგენის აეროდრომის ფარგლებს გარეთ, სხვა აეროდრომებზე გასავრცელებლად.
3. ადგილობრივი რეგულარული შეტყობინებები (ღია ტექსტით შემოკლებებით) გადაეცემათ საჰაერო მოძრაობის მომსახურების ადგილობრივ ორგანოებს და წარედგინებათ ექსპლუატანტებსა და სხვა სააეროდრომო მომხმარებლებს.
4. რეგულარული შეტყობინებები კოდური ფორმით METAR ეგზავნებათ მონაცემთა საერთაშორისო ბანკებს OPMET და ცენტრებს, რომლებიც რეგიონალური სააერონავიგაციო შეთანხმებით დანიშნული არიან მონაცემთა დაგზავნის თანამგზავრული სისტემის საექსპლუატაციოდ ფიქსირებული საავიაციო სამსახურის ფარგლებში, რეგიონალური სააერონავიგაციო შეთანხმების საფუძველზე.
5. რეგულარული შეტყობინებები კოდური ფორმით METAR ვრცელდება სხვა აეროდრომებზე სააერონავიგაციო შეთანხმების შესაბამისად.
6. რეგულალური შეტყობინებები, რომლებიც შედგენილია კოდური ფორმით METAR, შეიცავენ სრულ ინფორმაციას, რაც გათვალისწინებულია ამ კოდით გადაცემისათვის, იმ მეტეოროლოგიური ელემენტების გამოკლებით, რომლებიც აუცილებელ ჩართვას არ ექვემდებარებიან; ეს ელემენტები შეტყობინებებში ჩაირთვებიან სააერონავიგაციო შეთანხმების შესაბამისად