1. საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი, რომელსაც ესაჭიროება მეტეოროლოგიური მომსახურება ან მისი ხასიათის შეცვლა, ამის შესახებ წინასწარ ატყობინებს აეროდრომის სრულუფლებიან მეტეოროლოგიურ ორგანოს ან შესაბამის მეტეოროლოგიურ ორგანოს. მინიმალური პერიოდი, რომელიც წინ უსწრებს ასეთ შეტყობინებას, დგინდება მეტეოროლოგიური ორგანოსა და ექსპლუატანტს შორის შეთანხმების საფუძველზე.
2. აეროდრომის სრულუფლებიანი მეტეოროლოგიური ორგანო ექსპლუატანტისაგან, რომელსაც ესაჭიროება მომსახურება, შეტყობინებებს იღებს ისეთ შემთხვევაში, როდესაც:
ა) იგეგმება ახალი მარშრუტების გახსნა ან ახალი სახეობის ფრენების შესრულება;
ბ) რეგულარული რეისების შესრულების გრაფიკში დიდი ხნით შეიტანება ცვლილებები; და
გ) იგეგმება სხვა ცვლილებები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ მეტეოროლოგიური მომსახურების წარდგენაზე.
ასეთი ინფორმაცია შეიცავს ცნობებს, რომლებიც აუცილებელია აეროდრომის სრულუფლებიანი მეტეოროლოგიური ორგანოს მიერ შესაბამისი ცვლილებების დაგეგმვისათვის.
3. აეროდრომის სრულუფლებიანი მეტეოროლოგიური ორგანო შეტყობინებას იღებს ექსპლუატანტისაგან ან ფრენის ეკიპაჟის წევრისაგან:
ა) ფრენის განრიგის შესახებ;
ბ) იმ შემთხვევებში, როდესაც იგეგმება არარეგულარული ფრენების შესრულება; და
გ) იმ შემთხვევებში, როდესაც რეისები იგვიანებენ, სრულდებიან დათქმულ დროზე ადრე ან უქმდებიან.
თავი III
მეტეოროლოგიური ორგანოები და მათი დანიშნულებ
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 27.12.2011
მუხლი 5. შეტყობინებები, რომლებიც საჭიროა საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტებისაგან
თავი II — სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის საერთო ორგანიზება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. ცნებები და ტერმინები. შემოკლებები
- მუხლი 2. შემოკლებები
- მუხლი 3. მეტეოროლოგიური მომსახურების მიზანი, განსაზღვრა და წარდგენა
- მუხლი 4. მეტეოროლოგიური ინფორმაციით მომარაგება, მისი ხარისხის უზრუნველყოფა და გამოყენება
- მუხლი 6. მეტეოროლოგიური ორგანოები
- მუხლი 7. მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოები
- მუხლი 8. საავიაციო მეტეოროლოგიური სადგურები და დაკვირვებები
- მუხლი 9. რეგულარული დაკვირვებები და შეტყობინებები
- მუხლი 10. საგანგებო დაკვირვებები და საგანგებო შეტყობინებები
- მუხლი 11. შეთანხმება აეროდრომის სრულუფლებიან მეტეოროლოგიურ ორგანოსა და საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოს შორის დაკვირვებების ჩატარებისა და შეტყობინების შედგენის მოთხოვნების შესახებ
- მუხლი 12. დაკვირვებები მიწისპირა ქარზე და შეტყობინებებში მონაცემების გადაცემა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 5, №50, 15.08.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.050.000.11.115.006.025 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56248/muxli-5/