1. საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის მიზანია ფრენების უსაფრთხო, რეგულარული და ეფექტური განხორციელების ხელშეწყობა. იგი კანონმდებლობით დადგენილ სხვა ღონისძიებებთან ერთად მიიღწევა საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტების, საფრენოსნო ეკიპაჟის წევრების, საჰაერო მოძრაობის მომსახურების, საძებნ-სამაშველო, აეროპორტების ადმინისტრაციის, აგრეთვე იმ ორგანოების აუცილებელი მეტეოროლოგიური ინფორმაციით მომარაგებით, რომლებიც დაკავშირებული არიან ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან.
2. სახელმწიფო ნიშნავს სრულუფლებიან ორგანოს, შემდგომში «სრულუფლებიანი მეტეოროლოგიური ორგანო», რომელიც წარადგენს ან ორგანიზებას უკეთებს მეტეოროლოგიური მომსახურების წარდგენას მისი სახელით, გამომდინარე აერნაოსნობის მეტეოროლოგიური მომსახურების ინტერესებიდან. დაწვრილებითი ინფორმაცია დანიშნული სრულუფლებიანი მეტეოროლოგიური ორგანოს შესახებ აისახება საქართველოს სააერნაოსნო ინფორმაციის კრებულში.
3. საერთაშორისო აერნაოსნობის მომსახურე მეტეოროლოგიური პერსონალის მომზადებისა და კვალიფიკაციისადმი მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (მმო) მოთხოვნების დაცვას სახელმწიფო უზრუნველყოფს „სრულუფლებიანი მეტეოროლოგიური ორგანოს” მეშვეობით.
შენიშვნა 1. მოთხოვნები მეტეოროლოგიური პერსონალის კვალიფიკაციისა და მისი მომზადების შესახებ საავიაციო მეტეოროლოგიის დარგში მოცემულია მმო-ს № 49 გამოცემაში „ტექნიკური წესები», ტომი 1 „საერთო მეტეოროლოგიური სტანდარტები და რეკომენდებული პრაქტიკა“ (სწავლება და მომზადება).
შენიშვნა 2. მმო-ს წევრი საქართველო გახდა , . . წელს