1. საექსპლუატაციო საჭიროების დაკმაყოფილების მიზნით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ქმნის ერთ ან რამდენიმე სააეროდრომო და/ან სხვა მეტეოროლოგიურ ორგანოებს, რომლებიც უნდა პასუხობდნენ შესაბამის მოთხოვნებს მეტეოროლოგიური მომსახურების წარდგენასთან დაკავშირებით.
2. სააეროდრომო მეტეოროლოგიური ორგანო აეროდრომის რაიონში ფრენების უსაფრთხო წარმოებასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით ასრულებს ყველა ან ზოგიერთ შემდეგ ფუნქციას, დაკავშირებულს ფრენების წარმოებასთან აეროდრომის რაიონში:
ა) ადგენს და იღებს პროგნოზებს ან სხვა შესაბამის ინფორმაციას იმ ფრენის განხორციელებისათვის, რომლებსაც იგი უკეთებს უზრუნველყოფას; პროგნოზების შედგენაზე ასეთი ორგანოს პასუხისმგებლობის ხარისხი დამოკიდებულია მოცემული რაიონის მარშრუტებზე და აეროდრომებზე პროგნოზული მასალების არსებობასა და გამოყენებაზე;
ბ) ადგენს და/ან იღებს პროგნოზებს ადგილობრივი მეტეოროლოგიური პირობების შესახებ;
გ) აწარმოებს მუდმივ დაკვირვებას მეტეოროლოგიურ პირობებზე აეროდრომების რაიონში, რომლებისთვისაც მან უნდა შეადგინოს პროგნოზები;
დ) ატარებს ინსტრუქტაჟს, კონსულტაციას და წარუდგენს მეტეოროლოგიურ საფრენოსნო საბუთებს ფრენის ეკიპაჟის წევრებს და/ან სხვა პერსონალს, რომელიც დაკავშირებულია ფრენების უსაფრთხო წარმოებასთან;
ე) ამარაგებს საავიაციო მომხმარებლებს სხვა მეტეოროლოგიური ინფორმაციით;
ვ) აწარმოებს არსებული მეტეოროლოგიური ინფორმაციის ჩვენებას;
ზ) ცვლის მეტეოროლოგიურ ინფორმაციას სხვა მეტეოროლოგიურ ორგანოებთან; და
თ) ამარაგებს მასთან დაკავშირებულ საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოს, სააერონავიგაციო ინფორმაციის სამსახურის ორგანოსა და მეტეოროლოგიური თვალთვალის ორგანოს (დაინტერესებულ მეტეოროლოგიურ ორგანოს, სააერონავიგაციო ინფორმაციის სამსახურისა და საჰაერო მოძრაობის მართვის სრულუფლებიან ორგანოს შორის შეთანხმების საფუძველზე) მიღებული ინფორმაციით ვულკანურ მოქმედებაზე, რომელიც წინ უსწრებს ამოფრქვევას, ვულკანურ ამოფქვევაზე ან ვულკანური ფერფლის ღრუბლების შესახებ.
3. საფრენოსნო საბუთების მომზადებისას აეროდრომის მეტეოროლოგიურმა ორგანომ, რამდენადაც ეს პრაქტიკულად შესაძლებელია, უნდა გამოიყენოს მონაცემები, რომლებიც მომზადებულია ზონალური პროგნოზების მსოფლიო სისტემის ფარგლებში.
4. აეროდრომებისათვის, რომლებსაც არ გააჩნიათ მეტეოროლოგიური ორგანოები:
ა) შესაბამისი სრულუფლებიანი მეტეოროლოგიური ორგანო საჭიროების მიხედვით ნიშნავს ერთ ან რამდენიმე მეტეოროლოგიურ ორგანოს მეტეოროლოგიური ინფორმაციის წარდგენისათვის;
ბ) კომპეტენტური სრულუფლებიანი ორგანოები განსაზღვრავენ შესაბამისი აეროდრომების ასეთი ინფორმაციით მომარაგების წესებს