1. მეტეოროლოგიური ორგანო ზომავს მიწისპირა ქარის საშუალო მიმართულებას და საშუალო სიჩქარის მნიშვნელოვან ცვლილებებს. ვინაიდან მიწისპირა ქარის გაზომვა უშუალოდ ადზ-ზე პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომ დაკვირვებები მიწისპირა ქარზე უნდა იძლეოდეს, რამდენადაც ეს პრაქტიკულად შესაძლებელია, ყველაზე უფრო სრულ წარმოდგენას ქარების შესახებ, რომლებსაც წააწყდება საჰაერო ხომალდი დაფრენისა და სიმაღლის აკრეფის დროს.
2. იმ შემთხვევებში, როდესაც ადგილობრივი რეგულარული და საგანგებო შეტყობინებები გამოიყენება გასაფრენი საჰაერო ხომალდებისათვის, მიწისპირა ქარზე დაკვირვებები, რომლებიც საჭიროა ამ შეტყობინებების შედგენისათვის, რეპრეზენტატული უნდა იყოს ადზ-ის გასწვრივ პირობებისათვის, ხოლო მომფრენი საჰაერო ხომალდებისათვის კი – დაფრენის მთელი ზონისათვის. მიწისპირა ქარზე დაკვირვებები ადგილობრივი რეგულარული და საგანგებო შეტყობინებებისათვის რეპრეზენტატული უნდა იყოს 6-10 მ-ის (20-30 ფუტი) სიმაღლის პირობებისათვის ადზ-ის თავზე. მიწისპირა ქარზე დაკვირვებები, რომლებიც განკუთვნილია შეტყობინებებისათვის კოდური ფორმითMETAR და SPECI, რეპრეზენტატული უნდა იყოს მთელ ადზ-ზე 6-10 მ-ის (20-30 ფუტი) სიმაღლის პირობებისათვის იმ შემთხვევაში, თუ არის მხოლოდ ერთი ადზ, და ადზ-ის მთელკომპლექსზე იმ შემთხვევაში, როდესაც არის რამდენიმე ადზ.
3. ქარზე დაკვირვების დროს გასაშუალების პერიოდი უნდა შეადგენდეს:
ა) 10 წუთს, შეტყობინებებისათვის კოდური ფორმით METAR/ SPECI, მაგრამ თუ ამ 10 წუთიან პერიოდში ადგილი აქვს ქარის მიმართულებისა და/ან სიჩქარის შესამჩნევ არასტაბილურობას, მაშინ საშუალო მნიშვნელობის განსაზღვრისას გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ მონაცემები, რომლებიც მიღებულია ასეთი არასტაბილური პერიოდის შემდეგ, და ასეთ შემთხვევაში აღნიშნული დროის ინტერვალი შესაბამისად უნდა იქნეს შემცირებული;
ბ) 2 წუთს, ადგილობრივი რეგულარული და საგანგებო შეტყობინებებისათვის, აგრეთვე ქარის ინდიკატორებისათვის, რომლებიც დაყენებულია საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოების განლაგების ადგილებში.
შენიშვნა. შესამჩნევ არასტაბილურობას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როდესაც არანაკლებ 2 წუთის განმავლობაში დაიკვირვება ქარის მიმართულების მკვეთრი და მდგრადი ცვლილება 30°-ით ან მეტით 5 მ/წმ-ის (10 კვანძი) სიჩქარის დროს ცვლილებამდე და მის შემდეგ, ან ქარის სიჩქარის ცვლილება 5 მ/წმ-ით (10 კვანძი) ან მეტით.
4. ადგილობრივ რეგულარულ და საგანგებო შეტყობინებებში ქარის ცვლილების შესახებ მითითებული უნდა იქნეს იმ შემთხვევებში, თუ საერთო ცვლილება შეადგენს 60°ან მეტს; მიმართულების ასეთი ცვლილება უნდა გამოისახოს მიმართულების ორი ექსტრემალური მნიშვნელობით, რომელთა ფარგლებში დაიკვირვებოდა ქარის მიმართულების ცვლილება უკანასკნელი 10 წუთის განმავლობაში. გადახრა ქარის საშუალო სიჩქარიდან (დაქროლვა), რომელიც დაიკვირვებოდა უკანასკნელ 10 წუთში, მითითებული უნდა იქნეს მხოლოდ მაშინ, როდესაც გადახრა საშუალო სიჩქარიდან შეადგენს 5 მ/წმ-ს (10 კვანძი) ან მეტს; ქარის სიჩქარის ასეთი ცვლილებები (დაქროლვები) უნდა გამოისახოს გაზომილი ქარის სიჩქარის მაქსიმალური და მინიმალური სიდიდეების სახით. იმ შემთხვევებში, როდესაც ამ 10-წუთიან პერიოდში ადგილი აქვს ქარის მიმართულებისა და/ან სიჩქარის, შესამჩნევ არასტაბილურობას უნდა მიეთითოს მიმართულებისა და სიჩქარის მხოლოდ ის ცვლილებები, რომლებსაც ადგილი ჰქონდათ ასეთი არასტაბილური პერიოდის შემდეგ. მიმართულებისა და სიჩქარის ცვლილებები განსაზღვრულ უნდა იქნეს:
ა) არაავტომატიზებულ სისტემებში – ქარის მიმართულების მაჩვენებლის მონაცემების საფუძველზე და ანემომეტრის ან ანემოგრაფის ჩვენებით, თუ ასეთი არის; და/ან
ბ) ავტომატიზებულ სისტემებში – ქარის მიმართულებისა და სიჩქარის ფაქტობრივად გაზომილი მნიშვნელობების საფუძველზე და არა 2 და 10 წუთიან პერიოდებში გასაშუალოებული მნიშვნელობების მიხედვით, როგორც ეს არის გათვალისწინებული IV თავის მე-12 მუხლის მესამე პუნქტით.
5. ადგილობრივ რეგულარულ და საგანგებო შეტყობინებებში, მითითებულ უნდა იქნეს ელემენტის დასახელება. მითითებული უნდა იქნეს აგრეთვე ქარის მიმართულება და სიჩქარე, აგრეთვე მათი მნიშვნელოვანი გადახრები, ქარის მიმართულება უნდა მიეთითოს სამნიშვნა ციფრით, დამრგვალებული უახლოეს 10°°-მდე; შემდეგ წილადური ნიშანი ”/“ , რის შემდეგ მოდის ქარის სიჩქარე. ქარის სიჩქარის ერთეულად გამოყენებულ უნდა იქნეს კვანძი( მ/წმ), ამასთან, განზომილების ერთეული უნდა მიეთითოს წერილობითი ფორმის შეტყობინებებში. თუ ქარზე დაკვირვება წარმოებს ადზ-ის გასწვრივ რამდენიმე ადგილზე, აუცილებლობის შემთხვევაში, მითითებული უნდა იყოს დაკვირვების ადგილები, რომელთათვისაც ეს სიდიდეები რეპრეზენტატიულია. თუ გამოიყენება რამდენიმე ადზ და ქარზე დაკვირვებები წარმოებს ამ ადზ-ების მიმართ, აუცილებლობის შემთხვევაში, ჩართული უნდა იქნეს ქარის მნიშვნელობები ყველა ადზ-ზე ცალ-ცალკე. თუ აუცილებელია, რომ შეტყობინებებში აისახოს ქარის მიმართულების ცვლილება, მაშინ უნდა მიეთითოს მიმართულების ორი ექსტრემალური სიდიდე გრადუსებში, რომელთა ფარგლებში დაიკვირვებოდა ქარის ცვლილება. თუ აუცილებელია ქარის სიჩქარის ცვლილების ასახვა საშუალო სიჩქარის მიმართ, მაშინ გადახრები უნდა მიეთითოს მ/წმ-ებში გაზომილი სიჩქარის მაქსიმალური და მინიმალური სიდიდეების სახით. 0, 5 მ/წმ-ზე (1 კვანძი) ნაკლები ქარის სიჩქარე უნდა მიეთითოს როგორც «CALM» (უქარობა). თუ ქარის სიჩქარე 50 მ/წმის (100 კვანძი) ტოლი და მეტია, მაშინ იგი მიეთითება, როგორც 50 მ/წმ(100 კვანძი). ცვალებადი ქარის შემთხვევაში საშუალო მიმართულება არ უნდა იქნეს მითითებული ქარის მიმართულების მთლიანობაში 600ით ან მეტით ცვლილების დროს იმ შემთხვევებში, როდესაც:
ა) ქარის მიმართულების ცვლილება შეადგენს 180°-ზე ნაკლებს, ხოლო საშუალო სიჩქარე 2 მ/წმ-ს ან ნაკლებს; უნდა მიეთითოს მიმართულების ორი ექსტრემალური მნიშვნელობა, რომელთა ფარგლებში დაიკვირვებოდა ქარის ცვლილება; ან
ბ) ქარის მიმართულების ცვლილება შეადგენს 180°- ს ან მეტს, ან თუ შეუძლებელია მიეთითოს ქარის საშუალო მიმართულება, მაგალითად, აეროდრომზე ჭექა-ქუხილის გავლის დროს, ქარი უნდა დაფიქსირდეს როგორც ცვალებადი ორი ექსტრემალური მნიშვნელობის მითითების გარეშე, რომელთა ფარგლებში დაიკვირვებოდა ქარის ცვლილება.
6. შეტყობინებეში, რომლებიც დგება კოდური ფორმებით METAR, SPECI:
ა) ქარის საშუალო მიმართულებიდან გადახრა მითითებულ უნდა იქნეს მაშინ, თუ ჯამური გადახრა შეადგენს 60°-ს ან მეტს, მაგრამ 180°-ზე ნაკლებს, როდესაც ქარის საშუალო სიჩქარე 2 მ/წმ-ზე (4 კვანძი) მეტია;
ბ) ქარის მაქსიმალური სიჩქარე მითითებული უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ქარის საშუალო სიჩქარეს აჭარბებს 5 მ/წმ-ით (10 კვანძი) და მეტით;
გ) ქარის მინიმალური სიჩქარე მითითებულ არ უნდა იქნეს