1. იმის გამო, რომ ხილვადობის მანძილი ადზ-ზე პრაქტიკულად არ შეიძლება გადზომოს უშუალოდ ადზ-ზე, აგრეთვე სხვა შეზღუდვების გათვალისწინებით, რაც თან ახლავს გაზომვებს, ადზ-ზე ხილვადობის მანძილზე დაკვირვებები უნდა წარმოადგენდეს რაც შეიძლება ზუსტ შეფასებას მანძილისა, რომლის ფარგლებში ადზ-ის ღერძულ ხაზზე მყოფ საჰაერო ხომალდის პილოტს შეუძლია დაინახოს ადზ-ის მონიშნული საფარი ან შუქნიშნები, რომლებითაც შემოსაზღვრულია ადზ ან აღნიშნავენ მის ღერძულ ხაზს. ამ მიზნით ითვლება, რომ საჰაერო ხომალდში მყოფი პილოტის თვალის საშუალო დონე მდებარეობს დაახლოებით 5 მ-ის (15 ფუტი) სიმაღლეზე.
2. ადზ-ზე ხილვადობის მანძილზე დაკვირვებები წარმოადგენენ რეპრეზენტატულს დაფრენის ზონისათვის და, ფრენების კატეგორიების მიხედვით, რომლებისთვისაც განკუთვნილია ადზ, ადზ-ის საშუალო წერტილისათვის და შორეული ბოლოსათვის.
3. ადზ-ზე ხილვადობის მანძილზე დაკვირვებები ხორციელდება ყველა ადზ-ზე, რომლებიც განკუთვნილია ხელსაწყოებით დასაფრენად შემოსვლისათვის და დაფრენისათვის II და III კატეგორიებით.
4. ადზ-ზე ხილვადობის მანძილის შესახებ ცნობები უნდა გადაიცეს დროის იმ მონაკვეთებში, როდესაც ან ჰორიზონტალური ხილვადობა, ან ხილვადობის მანძილი ადზ-ზე შეადგენს 1500 მ-ზე ნაკლებს.
5. ადზ-ზე ხილვადობის მანძილის შეფასებისათვის, რომლებიც განკუთვნილია ხელსაწყოებით დასაფრენად შემოსვლისა და დაფრენისათვის II და III კატეგორიებით გამოიყენება ინსტრუმენტული სისტემებით.
6. იმ შემთხვევებში, როდესაც ადზ-ზე ხილვადობის მანძილი განისაზღვრება ხელსაწყოების მეშვეობით ერთი (ან საჭიროების შემთხვევაში რამდენიმე) ინდიკატორი განთავსდება მეტეოროლოგიურ სადგურზე, ხოლო დანარჩენი ინდიკატორები – საჰაერო მოძრაობის მართვის შესაბამისი ორგანოების განლაგების ადგილებში. მეტეოროლოგიურ სადგურზე და სმმ-ს ორგანოების განლაგების ადგილებში დაყენებული ინდიკატორები მიერთებული უნდა იყოს ერთი და იმავე საზომ ხელსაწყოსთან (ხელსაწყოებთან).
7. იმ შემთხვევებში, როდესაც ადზ-ზე ხილვადობის მანძილის შეფასებისათვის გამოიყენება ინსტრუმენტული სისტემები, შედეგების განახლება უნდა ხდებოდეს, როგორც მინიმუმი, ყოველი 60 წმ-ის შემდეგ იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მიმდინარე რეპრეზენტატული მონაცემების მიღება. ადზ-ზე ხილვადობის მნიშვნელობის გასაშუალების პერიოდი უნდა შეადგენდეს:
ა) 10 წუთს, შეტყობინებებისათვის კოდური ფორმით METAR/ SPECI, მაგრამ თუ 10 წუთის განმავლობაში, რომელიც უშუალოდ წინ უსწრებს დაკვირვებას ადგილი აქვს ადზ-ზე ხილვადობის მანძილის მნიშვნელობის შესამჩნევ არასტაბილურობას, საშუალო მნიშვნელობების განსაზღვრის დროს გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ მონაცემები, რომლებიც მიღებულია ასეთი არასტაბილური პერიოდის შემდეგ.
შენიშვნა. შესამჩნევ არასტაბილურობას ადგილი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არანაკლებ 2 წუთის განმავლობაში დაიკვირვება მკვეთრი და მდგრადი ცვლილება ხილვადობის მანძილისა ადზ-ზე, რომელიც აღწევს ან აჭარბებს კრიტერიუმებს, საგანგებო შეტყობინებების გამოშვებისათვის კოდური ფორმით SPECI, რომლებიც გათვალისწინებულია მე-11 მუხლის მეექვსე პუნქტში.
ბ) 1 წუთს ადგილობრივი რეგულარული და საგანგებო შეტყობინებებისათვის და ხილვადობის მანძილის ინდიკატორებისათვის ადზ-ზე საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოებში.
8. ადზ-ზე 400 მ-ზე ნაკლები ხილვადობის მანძილის შემთხვევაში ათვლის სიზუსტე შეადგენს 25 მ-ს, 400-დან – 800 მ – დე 50 მ-ს, ხოლო ადზ-ზე 800 მ-ზე მეტი ხილვადობის მანძილის დროს 100 მ-ს. ათვლის შკალაზე დამრგვალება ყოველთვის ხდება ნაკლები მნიშვნელობისაკენ.
9. ადზ-ზე ხილვადობის მანძილის შეფასების ქვედა საზღვრად უნდა ჩაითვალოს 50 მ, ხოლო ზედა საზღვრად – 1500 მ. ამ საზღვრების ქვემოთ ან ზემოთ ხილვადობის მანძილის შემთხვევაში უნდა მიეთითოს მხოლოდ, რომ ხილვადობის მანძილი ადზ-ზე ნაკლებია 50 მ-ზე ან მეტია 1500 მ-ზე.
10. შეტყობინებებში, რომლებიც დგება კოდური ფორმით METAR/SPECI, უნდა მიეთითოს მხოლოდ ის სიდიდე, რომელიც რეპრეზენტატულია დაფრენის ზონისათვის;ადზ-ზე დაკვირვება ადგილის მითითება საჭირო არ არის. იქ, სადაც დაფრენისათვის რამდენიმე ადზ-ია თითოეულისათვის, მაგრამ არა უმეტეს ოთხისა, ჩართული უნდა იქნეს ადზ-ზე ხილვადობის მანძილის მნიშვნელობები დაფრენის ზონაში.
11. თუ ადზ-ზე ხილვადობის მანძილის შეფასებისათვის გამოიყენება ინსტრუმენტული სისტემები შეტყობინებებში, რომლებიც დგება კოდური ფორმით METAR/SPECI, ჩართული უნდა იქნეს ინფორმაცია ხილვადობის მანძილის ცვლილების შესახებ ადზ-ზე 10-წუთიანი პერიოდის განმავლობაში, რომელიც უშუალოდ წინ უსწრებს დაკვირვებას, შემდეგ შემთხვევებში:
ა) თუ 10 წუთიანი პერიოდის განმავლობაში დაიკვირვება მკაფიო ტენდენცია ადზ-ზე ხილვადობის მანძილის მნიშვნელობის ცვლილებისა იმდაგვარად, რომ პირველი 5 წუთის განმავლობაში საშუალო მნიშვნელობა განსხვავდება 100 მ-ით და მეტით საშუალო მნიშვნელობისაგან მეორე 5 წუთის განმავლობაში, მაშინ ასეთი ცვლილება უნდა მიეთითოს. ისეთ შემთხვევებში, როდესაც ადზ-ზე დაიკვირვება ხილვადობის მანძილის ცვლილების ტენდენცია ზრდისაკენ ან დაკლებისაკენ, მაშინ გამოყენებულ უნდა იქნეს შემოკლება , , U” და , , D” შესაბამისად. იმ შემთხვევაში, როდესაც 10-წუთიანი პერიოდის განმავლობაში ფაქტობრივი რყევები არ ადასტურებენ მკაფიოდ გამოხატულ ტენდენციის არსებობას, შეტყობინებებში გამოყენებულ უნდა იქნეს შემოკლება „N”. როდესაც არ არის ინფორმაცია ტენდენციის არსებობის შესახებ, მაშინ არც ერთი ზემოხსენებული შემოკლება შეტყობინებაში ჩართული არ უნდა იქნეს;
ბ) თუ ადზ-ზე ხილვადობის მანძილის მნიშვნელობა 1 წუთში, 10 წუთიანი პერიოდის მონაკვეთში, საშუალო მნიშვნელობისაგან განსხვავდება 50 მ-ზე მეტით ან 20%-ზე მეტით საშუალო მნიშვნელობისაგან, იმის და მიხედვით, თუ რომელი სიდიდეა მეტი, მაშინ საშუალო მნიშვნელობის მაგივრად 10 წუთიანი პერიოდის განმავლობაში უნდა მიეთითოს საშუალო მინიმალური და საშუალო მაქსიმალური მნიშვნელობა 1 წუთის განმავლობაში. თუ 10-წუთიანი პერიოდის განმავლობაში, რომელიც უშუალოდ წინ უსწრებს დაკვირვებას, აღინიშნება შესამჩნევი არასტაბილურობა ხილვადობის მანძილის მნიშვნელობისა ადზ-ზე ცვლილების განსაზღვრისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ ის მნიშვნელობები, რომლებიც მიღებულია არასტაბილური პერიოდის შემდეგ.
შენიშვნა. შესამჩნევ არასტაბილურობას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როდესაც არანაკლებ 2 წუთის განმავლობაში დაიკვირვება მკვეთრი და მდგრადი ცვლილება ხილვადობის მანძილისა ადზ-ზე, რომლის დროსაც იგი აღწევს ან აჭარბებს მე-10 მუხლის მეექვსე მუხლში მითითებულ კრიტერიუმებს საგანგებო შეტყობინებების გამოცემისათვის კოდური ფორმით SPECI