1. ატმოსფერული წნევა უნდა გადზომოს, ხოლო სიდიდეები QNH და/ან QFE გამოითვალოს ჰექტოპასკალის მეათედის მნიშვნელობამდე.
2. QNH-სა და, აუცილებლობის შემთხვევაში, QFE-ს მიმდინარე სიდიდეები დაყვანილ უნდა იქნეს საჰაერო მოძრაობის მომსახურების ადგილობრივ ორგანოებამდე რეგულარული შეტყობინებების დახმარებით, რომლებიც შევსებულია ცვლილებების ამსახველი ახალი მონაცემებით, რომლებიც აჭარბებენ შეთანხმებულ სიდიდეს. ასეთი დამატებითი მონაცემები შეიძლება გადაცემული არ იქნეს იმ შემთხვევებში, როდესაც საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოს გააჩნია დისტანციური ინდიკატორი, რომელიც დაკავშირებულია მეტეოროლოგიურ სადგურზე დადგმულ ბარომეტრთან ან ცალკე ბარომეტრთან და როცა გათვალისწინებულია, რომ ეს დისტანციური ინდიკატორი ან ცალკე ბარომეტრი გამოყენებული იქნეს დაკვირვებების მიზნით ადგილობრივი რეგულარული და საგანგებო შეტყობინებების შედგენისათვის.
3. QFE-ის გამოთვლის დროს საწყის დონედ მიღებული უნდა იქნეს აეროდრომის შემაღლება. ადზ-ზე, რომლებიც აღჭურვილები არიან დასაფრენად არაზუსტი შემოსვლისათვის, რომელთა ზღურბლები მდებარეობენ 2 მ-ით (7 ფუტი) ან მეტით დაბლა აეროდრომის შემაღლებაზე, აგრეთვე ადზ-ბზე, რომლებიც აღჭურვილები არიან დასაფრენად ზუსტი შემოსვლისათვის, QFE-ის სიდიდეებისს დროს, გამოთვლილი უნდა იქნეს შესაბამისი ზღურბლის შემაღლების მიმართ.
4. ადგილობრივ რეგულარულ შეტყობინებებში ინფორმაცია QNH-ის შესახებ უნდა ჩაირთოს რეგულარულად, ხოლო ინფორმაცია QFE-ის შესახებ მოთხოვნით ან ლოკალური შეთანხმების საფუძველზე. ეს სიდიდეები დამრგვალებული უნდა იქნეს უახლოესი მთელი ჰექტოპასკალის ნაკლებ მნიშვნელობამდე, და გამოისახოს ოთხნიშნა ციფრით გამოყენებული ერთეულების მითითებით.
5. შეტყობინებებში, რომლებიც შედგენილია კოდური ფორმით METAR/SPECI ჩართული უნდა იქნეს QNH-ის მნიშვნელობა, რომელიც უნდა დამრგვალდეს უახლოესი დაბალი მნიშვნელობის ჰექტოპასკალამდე