1. ხილვადობა უნდა გადზომოს ან მოხდეს მასზე დაკვირვება, რისთვისაც გამოიყენება ობიექტები ან შუქნიშნები, რომლებამდეც ცნობილია მანძილი დაკვირვების პუნქტიდან.
2. იმ შემთხვევებში, როდესაც დაკვირვებები ხორციელდება ავტომატური დანადგარებით, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხილვადობის მონაცემის (მონაცემების) შესაბამის დისპლეებში ხელით შეყვანის შესაძლებლობა.
3. იმ შემთხვევებში, როდესაც ადგილობრივი რეგულარული და საგანგებო შეტყობინებები გამოიყენება ასაფრენი საჰაერო ხომალდებისათვის, ხილვადობაზე დაკვირვებები, რომლებიც საჭიროა ამ შეტყობინებების შესადგენად, რეპრეზენტატული უნდა იყოს აფრენა/სიმაღლის აკრეფის ზონისათვის, ხოლო დამფრენი საჰაერო ხომალდებისათვის – დასაფრენად შემოსვლის/დაფრენის ზონისათვის. ხილვადობაზე დაკვირვებები, რომლებიც განკუთვნილია შეტყობინებების შედგენისათვის კოდური ფორმით METAR/SPECI, რეპრეზენტატული უნდა იყოს აეროდრომისა და მისი უახლოესი მიდამოებისათვის. ასეთი დაკვირვებების დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ხილვადობის მნიშვნელოვან ცვლილებებზე მიმართულებების მიხედვით.
4. ადგილობრივ რეგულარულ და საგანგებო შეტყობინებებში მკაფიოდ უნდა იქნეს აღნიშნული ელემენტის დასახელება და გამოყენებული ერთეულები ხილვადობის გაზომვისა. 800 მ-ზე ნაკლები ხილვადობის დროს იგი მითითებული უნდა იქნეს 50 მ-ის ჯერადი სიდიდეებით; 800 მ-ის ტოლი ან მეტი ხილვადობა, მაგრამ 5 კმ-ზე ნაკლები, უნდა მიეთითოს 100 მ-ის ჯერადი სიდიდეებით; 5 კმ და მეტი ხილვადობა, მაგრამ 10 კმ-ზე ნაკლები, უნდა მიეთითოს 1 კმ-ის ჯერადი სიდიდეებით. 10 კმ და მეტი ხილვადობის დროს უნდა მიეთითოს როგორც 10 კმ, იმ შემთხვევების გამოკლებით, როდესაც მეტეოროლოგიური პირობები გვაძლევენ CAVOK-ის გამოყენების საშუალებას. თუკი ხილვადობაზე დაკვირვება წარმოებს რამდენიმე ადგილიდან ადზ-ის გასწვრივ, როგორც ამ მუხლის პ. 3-შია მითითებული აუცილებლობის შემთხვევაში, უნდა მიეთითოს მნიშვნელობები, რომლებიც რეპრეზენტატულია ამ ადგილებისათვის. თუ გამოიყენება რამდენიმე ადზ და ხილვადობაზე დაკვირვებები წარმოებს ამ ადზ-ების მიმართ, აუცილებლობის შემთხვევაში, ჩართული უნდა იქნეს ხილვადობის მნიშვნელობები ადზ-ების მიხედვით.
5. იმ შემთხვევებში, როდესაც სხვადასხვა მიმართულებით განსხვავებული ხილვადობაა, შეტყობინებები, რომლებიც დგება კოდური ფორმით METAR/SPECI, უნდა მიეთითოს ხილვადობის მინიმალური მნიშვნელობა. თუ სხვა მიმართულებით განსხვავებული ხილვადობაა და ხილვადობის მნიშვნელობა ერთ ან რამდენიმე მიმართულებით 50%-ით მეტია, ხილვადობის მინიმალურ მნიშვნელობაზე შეტყობინებეში უნდა მიეთითოს რეგისტრირებული მინიმალური მნიშვნელობა და მისი საერთო მიმართულება მეტეოსადგურის მიმართ, კომპასის რვა მიმართულებიდან ერთის მითითებით. თუ მინიმალური მიმართულება რეგისტრირებულია რამდენიმე მიმართულებით, მაშინ მითითებული უნდა იქნეს საექსპლუატაციო თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება. ხილვადობის სხვადასხვა მნიშვნელობები მიმართულებების მიხედვით უნდა მიეთითოს იმ შემთხვევებში, როდესაც მინიმალური ხილვადობა შეადგენს 1500 მ-ზე ნაკლებს, ხოლო ხილვადობა სხვა მიმართულებით შეადგენს 5000 მ-ზე მეტს. თუ ხილვადობის ცვლილებას ადგილი აქვს რამდენიმე მიმართულებით, მაშინ უნდა მიეთითოს საექსპლუატაციო თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება. იმ შემთხვევებში, როდესაც ხილვადობა იცვლება სწრაფად და ინფორმაციის გაცემა ხილვადობის მნიშვნელოვან ცვლილებაზე მიმართულების მიხედვით შეუძლებელია, მაშინ უნდა მიეთითოს ხილვადობის მინიმალური მნიშვნელობა მიმართულების მითითების გარეშე