1. შეთანხმება აეროდრომის სრულუფლებიან მეტეოროლოგიურ ორგანოსა და საჰაერო მოძრაობის მომსახურების შესაბამის ორგანოს შორის, უნდა ითვალისწინებდეს:
ა) საჰაერო ხომალდებიდან მეტეოროლოგიური ინფორმაციის მიღებას აფრენისა და დაფრენის დროს (მაგალითად, ქარის წანაცვლების შესახებ);
ბ) მეტეოროლოგიურ ინფორმაციას, რომელიც მიიღება მეტეოროლოგიური რადიოლოკატორის საშუალებით;
გ) დამატებით ინფორმაციას, რომელიც ეხება განსაკუთრებულ მეტეოროლოგიურ პირობებს დასაფრენად შემოსვლისა და სიმაღლის აკრეფის ზონებში;
დ) სიდიდეებს, რომლებიც წარმოადგენენ კრიტერიუმებს საგანგებო შეტყობინებების გამოშვებისათვის კოდური ფორმით SPECI.
შენიშვნა: ინსტრუქციული მასალები საავიაციო მეტეოროლოგიის სამსახურსა და საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოებს შორის კოორდინირების შესახებ მოცემულია სახელმძღვანელოში “საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოებს, სააერონავიგაციო ინფორმაციის სამსახურსა და საავიაციო მეტეოროლოგიის სამსახურებს შორის კოორდინაციის შესახებ” (Doc 9377)