1. სააგენტო, საჭიროების მიხედვით, სერტიფიცირების გზით, აეროდრომებზე უფლებამოსილებას ანიჭებს საავიაციო მეტეოროლოგიურ სადგურებს. საავიაციო მეტეოროლოგიური სადგური შეიძლება ცალკე სადგურს წარმოადგენდეს ან სინოპტიკურ სადგურთან ერთად იყოს განლაგებული.

შენიშვნა: საავიაციო მეტეოროლოგიური სადგურები შეიძლება მოიცავდეს ხელსაწყოებს, რომლებიც აეროდრომის ფარგლებს გარეთაა განლაგებული, სადაც ეს ითვლება გამართლებულად სრულუფლებიანი მეტეოროლოგიური ორგანოს მიერ აღნიშნული სახელმძღვანელოს მოთხოვნების შესასრულებლად.

2. საავიაციო მეტეოროლოგიური სადგურები რეგულარულ დაკვირვებებს აწარმოებენ დროის ფიქსირებულ შუალედებში. იმ შემთხვევებში, როდესაც მიწისპირა ქარის, ხილვადობის, ადზ-ზე ხილვადობის მანძილის, მიმდინარე ამინდის, ღრუბლების და/ან ჰაერის ტემპერატურის გარკვეულ ცვლილებებს აქვს ადგილი, აეროდრომზე რეგულარული დაკვირვებები შეივსება სპეციალური დაკვირვებებით.

3. აეროდრომზე გამოყენებული მეტეოროლოგიური ხელსაწყოები უნდა განლაგდეს ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს მონაცემების მიღება, რომლებიც გაზომვების ჩატარების რაიონისათვის არის საჭირო.

4. სააგენტო ორგანიზებას უკეთებს საავიაციო მეტეოროლოგიური სადგურების ხშირ ინსპექტირებას, დაკვირვების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად და ხელსაწყოების და ინდიკატორების ნორმალურად ფუნქციონირებისათვის. აგრეთვე, შემოწმებულ უნდა იქნეს ხელსაწყოების სწორად განლაგება და აუცილებელი რაოდენობა.

5. აეროდრომზე, რომლებსაც გააჩნია ისეთი ადზ-ები, რომლებიც განკუთვნილია ხელსაწყოების საშუალებით დასაფრენად შემოსვლებისა და დაფრენისათვის II და III კატეგორიების მიხედვით, დასაფრენად შემოსვლების, დაფრენისა და აფრენის უზრუნველყოფის მიზნით, რამდენადაც ეს აუცილებელია, ავტომატიზებული გამზომ-საკონტროლო ხელსაწყოები დაიდგმება, აგრეთვე დისტანციური ინდიკატორები მიწისპირა ქარის, ხილვადობის, ადზ-ზე ხილვადობის მანძილის, ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლის, ჰაერის ტემპერატურის, ნამის წერტილისა და ატმოსფერული წნევის საჩვენებლად. ეს მოწყობილობები იმ მეტეოროლოგიური პარამეტრების გაზომვას, რეალურ დროში მიღებას, დამუშავებას და გავრცელებას აწარმოებენ, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ დაფრენასა და აფრენაზე, აგრეთვე მათ ასახავენ კომპლექსურ ავტომატურ სისტემაში. ამ კომპლექსური ავტომატური სისტემის დამუშავებისას მხედველობაში მიიღება ადამიანური ფაქტორის ასპექტები და გათვალისწინებულია რეზერვირების პროცედურა.

6. აეროდრომზე რომლებსაც გააჩნია ისეთი ადზ-ები, რომლებიც განკუთვნილია ხელსაწყოების საშუალებით დასაფრენად შემოსვლებისა და დაფრენისათვის I კატეგორიის მიხედვით, დასაფრენად შემოსვლების, დაფრენისა და აფრენის უზრუნველყოფის მიზნით, რამდენადაც ეს აუცილებელია, უნდა დაიდგას ავტომატიზებული საკონტროლო-გამზომი აღჭურვილობა, აგრეთვე დისტანციური ინდიკატორები მიწისპირა ქარის, ხილვადობის, ადზ-ზე ხილვადობის მანძილის, ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლის, ჰაერის ტემპერატურის და ნამის წერტილის და ატმოსფერული წნევის საჩვენებლად. ეს მოწყობილობები იმ მეტეოროლოგიური პარამეტრების გაზომვას, რეალურ დროში მიღებას, დამუშავებას და გავრცელებას აწარმოებენ, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ დაფრენასა და აფრენაზე, აგრეთვე მათ ასახავენ კომპლექსურ ავტომატურ სისტემაში. ამ კომპლექსური ავტომატური სისტემის დამუშავებისას მხედველობაში მიიღება ადამიანური ფაქტორის ასპექტები და გათვალისწინებულია რეზერვირების პროცედურა.

7. იმ შემთხვევებში, როდესაც მეტეოროლოგიური ინფორმაციის გავრცელებისათვის/ასახვისათვის გამოიყენება კომპლექსური ავტომატური ან ნახევრადავტომატური სისტემა, მან უნდა უზრუნველყოს ისეთ მეტეოროლოგიურ ელემენტებზე დაკვირვების მონაცემების არაავტომატიზებული შეყვანის შესაძლებლობა, რომლებზეც დაკვირვებები ავტომატური საშუალებებით შეუძლებელია.

8. დაკვირვებები არის იმ შეტყობინებების შედგენის საფუძველი, რომლებიც ვრცელდება შეტყობინებების შედგენის აეროდრომზე და მის ფარგლებს გარეთ.

9. მეტეოროლოგიური ელემენტების სივრცესა და დროში ცვალებადობის, აგრეთვე, ზოგიერთი ელემენტის დაკვირვებისა და განსაზღვრის არასრულყოფილი მეთოდების გამო, შეტყობინების მიმღები მასში მითითებული ნებისმიერი ელემენტის მნიშვნელობას განიხილავს როგორც დაკვირვების დროს არსებულ პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებულ