1. სააეროდრომო სამეთვალყურეო პუნქტი უზრუნველყოფილი უნდა იყოს მეტეოროლოგიური ინფორმაციით, ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №325-ე დადგენილების 111-ე მუხლის შესაბამისად, საკუთარი იურისდიქციის ქვეშ მყოფ აეროდრომებთან მიმართებით. სპეციალური ცნობები და პროგნოზის ცვლილება სააეროდრომო სამეთვალყურეო პუნქტებს უნდა გადაეცეს აუცილებლობისდა მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მომდევნო ცნობის ან პროგნოზის ლოდინის გარეშე.
2. სააეროდრომო სამეთვალყურეო პუნქტი უზრუნველყოფილი უნდა იყოს მიმდინარე მონაცემებით წნევის შესახებ, სიმაღლის საზომის დასაყენებლად, შესაბამის აეროდრომთან მიმართებით.
3. სააეროდრომო სამეთვალყურეო პუნქტი აღჭურვილი უნდა იყოს მიწისპირა ქარის დისპლეით. აღნიშნული დისპლეი დაკავშირებული უნდა იყოს დაკვირვების იმავე წერტილთან და იმავე გადამცემთან, რომელთანაც მეტეოროლოგიური სადგურის შესაბამისი დისპლეია დაკავშირებული, თუ ასეთი სადგური არსებობს. იმ შემთხვევაში, როდესაც გამოიყენება რამდენიმე გადამცემი, გარკვევით უნდა აღინიშნოს დისპლეი, რომელსაც ისინი უკავშირდებიან, რათა მოხდეს თითოეული გადამცემის მიერ კონტროლირებადი ადზ-ის და ადზ-ის მონაკვეთის იდენტიფიცირება.
4. აეროდრომებზე, სადაც ადზ-ზე ხილვადობის სიშორე იზომება ხელსაწყოების მეშვეობით, სააეროდრომო სამეთვალყურეო პუნქტი უნდა აღიჭურვოს დისპლეით, რომელიც საშუალებას იძლევა გამოითვალოს ადზ-ზე ხილვადობის სიშორის მიმდინარე მნიშვნელობა. აღნიშნული დისპლეი დაკავშირებული უნდა იყოს დაკვირვების იმავე წერტილთან და იმავე გადამცემთან, რომელთანაც მეტეოროლოგიური სადგურის შესაბამისი დისპლეია დაკავშირებული, თუ ასეთი სადგური არსებობს.
5. სააეროდრომო სამეთვალყურეო პუნქტი აეროდრომზე, სადაც ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლე იზომება ხელსაწყოების მეშვეობით, უნდა აღიჭურვოს დისპლეით, რომელიც საშუალებას იძლევა გამოითვალოს ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლის მიმდინარე მნიშვნელობა. აღნიშნული დისპლეი დაკავშირებული უნდა იყოს დაკვირვების იმავე წერტილთან და იმავე გადამცემთან, რომელთანაც მეტეოროლოგიური სადგურის შესაბამისი დისპლეია დაკავშირებული, თუ ასეთი სადგური არსებობს.
6. სააეროდრომო სამეთვალყურეო პუნქტებს უნდა წარედგინოს ინფორმაცია ქარის წანაცლების შესახებ, რამაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს სხ-ებზე დასაფრენად შესვლის ან აფრენის ტრაექტორიაზე ან დასაფრენად წრეზე შესვლისას და სხ-ებზე ადზ-ზე დაფრენის შემდგომ გარბენის ან აფრენისას გაქანის შესრულებისას.
7. სააეროდრომო სამეთვალყურეო პუნქტებს და/ან სხვა შესაბამის პუნქტებს უნდა გადაეცეთ გაფრთხილება აეროდრომთან დაკავშირებით.
შენიშვნა: მეტეოროლოგიური პირობები, რომელთა მიმართებითაც გამოიცემა გაფრთხილება აეროდრომთან დაკავშირებით, მოცემულია ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №325 დადგენილების მე-100 მუხლშ