1. აეროდრომებზე და სხვა პუნქტებში, რომლებსაც დიდი მნიშვნელობა აქვთ აერონავიგაციისათვის, იქმნება საავიაციო მეტეოროლოგიური სადგურები. საავიაციო მეტეოროლოგიური სადგური შეიძლება წარმოადგენდეს ცალკე სადგურს ან განლაგებული იყოს სინოპტიკურ სადგურთან ერთად. ასეთი სადგურების საქმიანობა ხორციელდება საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე.
2. საავიაციო მეტეოროლოგიური სადგურები რეგულარულ დაკვირვებებს აწარმოებენ დროის ფიქსირებულ შუალედებში. იმ შემთხვევებში, როდესაც ადგილი აქვს მიწისპირა ქარის, ხილვადობის, ადზ-ზე ხილვადობის მანძილის, მიმდინარე ამინდისა და/ან ღრუბლების გარკვეულ ცვლილებებს, აეროდრომზე რეგულარული დაკვირვებები შეივსება საგანგებო დაკვირვებებით.
3. აეროდრომზე გამოყენებული მეტეოროლოგიური ხელსაწყოები უნდა განლაგდეს ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მონაცემების მიღება, რომლებიც რეპრეზენტატულია იმ რაიონისათვის, სადაც საჭიროა გაზომვების ჩატარება.
4. აეროდრომზე ისეთი ადზ-ებით, რომლებიც განკუთვნილია ხელსაწყოების საშუალებებით დასაფრენად შემოსვლებისა და დაფრენებისათვის II და III კატეგორიების მიხედვით, დასაფრენად შემოსვლების, დაფრენისა და აფრენის უზრუნველყოფის მიზნით, დაიდგმება, რამდენადაც ეს აუცილებელია, ავტომატიზებული გამზომ-საკონტროლო ხელსაწყოები, აგრეთვე დისტანციური ინ დიკატორები მიწისპირა ქარის, ადზ-ზე ხილვადობის მანძილისა და ღრუბლების ქვედა საზღვრის სიმაღლის ჩვენებისათვის. ეს მოწყობილობები აწარმოებენ მეტეოროლოგიური პარამეტრების გაზომვას, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ დაფრენასა და აფრენაზე, რეალურ დროში მიღების, დამუშავებისა და გავრცელების, აგრეთვე ასახვის კომპლექსურ ავტომატურ სისტემას. ამ სისტემის დამუშავებისას მხედველობაში მიიღება ადამიანური ფაქტორის ასპექტები. გათვალისწინებულია მეტეოროლოგიური პარამეტრების ხელით შეყვანა, კომპლექსური ავტომატური სისტემების გაჩერების შემთხვევაში.
5. იმ შემთხვევებში, როდესაც მეტეოროლოგიური ინფორმაციის გავრცელებისათვის/ასახვისათვის გამოიყენება კომპლექსური ავტომატური სისტემა, მან უნდა უზრუნველყოს ისეთ მეტეოროლოგიურ ელემენტებზე დაკვირვებების მონაცემების არაავტომატიზებული შეყვანის შესაძლებლობა, რომლებზეც დაკვირვებები ავტომატური საშუალებებით შეუძლებელია.
6. დაკვირვებები წარმოადგენენ საფუძველს შეტყობინებების შედგენისათვის, რომლებიც ვრცელდებიან შეტყობინებების შედგენის აეროდრომზე და მის ფარგლებს გარეთ.
7. მეტეოროლოგიური ელემენტების სივრცესა და დროში ცვალებადობის, აგრეთვე ზოგიერთი ელემენტის (ქარი, წნევა და სხვა) დაკვირვებისა და განსაზღვრის არასრულყოფილი მეთოდების გამო, შეტყობინების მიმღები მასში მითითებულ ნებისმიერი ელემენტის მნიშვნელობას განიხილავს, როგორც დაკვირვების დროს არსებულ პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებულს