1. ინფორმაციის წარმდგენსა (აეროდრომის სრულუფლებიანი მეტეოროლოგიური ორგანო) და მის მომხმარებელ მხარეებს შორის მყარდება მჭიდრო კავშირი იმ საკითხების შესახებ, რომლებსაც მნიშვნელობა აქვთ აერონავიგაციისათვის მეტეოროლოგიური მომსახურების წარდგენისათვის.
2. მეტეოროლოგიური ინფორმაცია, რომლითაც მარაგდებიან მ. 4. 1. 2-ში ჩამოთვლილი მომხმარებლები, ითვალისწინებს ადამიანური ფაქტორის ასპექტებს; ინფორმაციის წარდგენის ფორმა, რაც შემდგომშია ნაჩვენები, ამ მომხმარებლისაგან მოითხოვს მინიმალურ ძალისხმევას მისი ინტერპრეტირებისათვის.
3. მომხმარებელი გარანტირებული უნდა იყოს, რომ წარდგენილი ინფორმაცია პასუხობს დადგენილ მოთხოვნებს, რომლებიც ეხება ინფორმაციის მოქმედების არეს, ფორმატსა და შინაარსს, გამოშვების სიხშირესა და მოქმედების ვადებს, აგრეთვე გაზომვების, დაკვირვებებისა და პროგნოზების სიზუსტეს. აღნიშნული საკითხები დეტალურადაა განხილული სახელმძღვანელოს 3, 4, 6, 7, 8 და 9 თავებში, აგრეთვე დამატებებში 6 და 7