1. ამ წესით განსაზღვრული მიზნის მისაღწევად საწარმო ვალდებულია უზრუნველყოს ამ თავით დადგენილი მეტეოროლოგიური ინფორმაციის მიღება, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აწვდის მეტეოროლოგიური სამსახური. საჰაერო მოძრაობის მომსახურების პუნქტები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ ინფორმაციით ფაქტიური და პროგნოზირებული მეტეოროლოგიური პირობების შესახებ ისეთი ფორმით, რომ საჰაერო მოძრაობის მომსახურე პერსონალის მხრიდან საჭირო იყოს მინიმალური ინტერპრეტირება და ისეთი პერიოდულობით, რომელიც შეესაბამება საჰაერო მოძრაობის მომსახურების შესაბამისი ორგანოების მოთხოვნებს და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 9 დეკემბრის №325 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის“ დაცვით.
2. საჰაერო მოძრაობის მომსახურების პუნქტები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ აეროდრომის რაიონში, განსაკუთრებით სიმაღლის აღების და დასაფრენად შესვლის არეებში არსებული დეტალური ინფორმაციით ყოველგვარი მეტეოროლოგიური მოვლენის ადგილმდებარეობის, ვერტიკალური განფენილობის, მიმართულებისა და გადაადგილების სიჩქარის შესახებ, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას საჰაერო სხ-ების ფრენებს.
3. იმ შემთხვევაში, როდესაც საჰაერო მოძრაობის მომსახურების პუნქტებს წარედგინებათ ციფრულ ფორმატში დამუშავებული კომპიუტერული მონაცემები ატმოსფეროს ზედა ფენების შესახებ, გადაცემის შინაარსი, ფორმატი და თანამიმდევრობა უნდა შეთანხმდეს მეტეოროლოგიურ სამსახურისა და საწარმოს შორის