1. საფრენოსნო საინფორმაციო პუნქტს უნდა გააჩნდეს კავშირის საშუალებები იმ პუნქტებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ მომსახურებას მისი პასუხისმგებლობის რაიონში:

ა) რაიონულ სამეთვალყურეო პუნქტთან, თუ ისინი განთავსებულნი არ არიან ერთად;

ბ) მისადგომის სამეთვალყურეო პუნქტთან;

გ)  სააეროდრომო სამეთვალყურეო პუნქტთან.

2. რაიონულ სამეთვალყურეო პუნქტს, საფრენოსნო ინფორმაციის პუნქტებთან კავშირის გარდა, რომელიც დადგენილია ამ მუხლის პირველი პუნქტით, უნდა გააჩნდეს კავშირის საშუალებები შემდეგ პუნქტებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ მომსახურებას მისი პასუხისმგებლობის რაიონში:

ა) მისადგომის სამეთვალყურეო პუნქტთან;

ბ) სააეროდრომო სამეთვალყურეო პუნქტთან;

გ)  საჰაერო მოძრაობის მომსახურებასთან დაკავშირებულ მონაცემთა შეგროვების პუნქტთან, იმ შემთხვევაში, თუ იგი შექმნილია ცალკე.

3. გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით დადგენილი კავშირისა, მისადგომის სამეთვალყურეო პუნქტს, უნდა გააჩნდეს კავშირის საშუალებები შესაბამის სააეროდრომო სამეთვალყურეო პუნქტთან და საჰაერო მოძრაობის მომსახურებასთან დაკავშირებულ შეტყობინებების შეგროვების შესაბამის პუნქტთან,  თუ ასეთი პუნქტები  შექმნილია ცალკე.

4. გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 და მე-3 პუნქტით დადგენილი კავშირისა, სააეროდრომო სამეთვალყურეო პუნქტს უნდა გააჩნდეს  კავშირის საშუალებები საჰაერო მოძრაობის მომსახურებასთან დაკავშირებულ შეტყობინებების შეგროვების შესაბამის პუნქტთან თუ ასეთი პუნქტები შექმნილია ცალკე.

5. საფრენოსნო ინფორმაციის პუნქტს და რაიონულ სამეთვალყურეო პუნქტს უნდა გააჩნდეთ კავშირის საშუალებები შემდეგ სუბიექტებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ მომსახურებას მათი პასუხისმგებლობის შესაბამის რაიონებში:

ა)  შესაბამის სამხედრო ორგანოსთან;

ბ) მეტეოროლოგიურ სამსახურთან, რომელიც ემსახურება მოცემულ პუნქტს;

გ) საავიაციო კომუნიკაციის სადგურთან, რომელიც ემსახურება მოცემულ პუნქტს;

დ) ექსპლუატანტის შესაბამის წარმომადგენელთან;

ე)  საავიაციო ძებნა-შველის საკოორდინაციო ცენტრთან ან, მისი არარსებობისას, სხვა ნებისმიერ შესაბამის საავარიო-სამაშველო სამსახურთან;

ვ) NOTAM ოფისთან, რომელიც ემსახურება მოცემულ პუნქტს.

6. მისადგომის სამეთვალყურეო პუნქტს და სააეროდრომო სამეთვალყურეო პუნქტს უნდა გააჩნდეთ კავშირის საშუალებები შემდეგ სუბიექტებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ მომსახურებას მათი პასუხისმგებლობის შესაბამის რაიონებში:

ა) შესაბამის სამხედრო ორგანოსთან;

ბ) საავარიო-სამაშველო სამსახურებთან (მათ შორის, სასწრაფო დახმარების სამსახურთან, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურთან და ა.შ.);

გ) მეტეოროლოგიურ სამსახურთან, რომელიც ემსახურება მოცემულ პუნქტს;

დ)საავიაციო კავშირგაბმულობის სადგურთან, რომელიც ემსახურება მოცემულ პუნქტს;

ე)  ბაქანზე საქმიანობის ორგანიზების პუნქტს, იმ შემთხვევაში, როდესაც ის შექმნილია ცალკე.

7. კავშირის საშუალებებით, რომლებიც გათვალისწინებულია ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ და მე-6 პუნქტის „ა„ ქვეპუნქტებით, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ოპერატიული და საიმედო კავშირი საჰაერო მოძრაობის მომსახურების პუნქტსა და იმ სამხედრო ორგანოებს შორის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საჰაერო მოძრაობის მომსახურების ამ პუნქტის პასუხისმგებლობის რაიონში გზის გადაჭრის ოპერაციების მართვაზე.

8. კავშირის საშუალებებით, რომლებიც გათვალისწინებულია  ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 პუნქტებით, მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, მე-6 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, უზრუნველყოფილი უნდა იყოს:

ა)  პირდაპირი სამეტყველო კავშირი, რომელიც გამოიყენება ცალკე ან მონაცემთა გადაცემის ხაზთან ერთად, რომლის მეშვეობითაც კავშირი მართვის გადასაცემად შეიძლება დამყარდეს წამიერად რადიოლოკატორის ან ADS-B-სისტემის გამოყენებით, ხოლო კავშირი სხვა მიზნებისთვის შეიძლება დამყარდეს, როგორც წესი, 15 წმ-ის განმავლობაში;

ბ) ბეჭდვითი კავშირი, იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა ჩანაწერი; ასეთი კავშირის წარმოებისას, შეტყობინების გატარების დრო არ უნდა აღემატებოდეს 5 წუთს.

9. ყველა სხვა შემთხვევაში,  რომელსაც არ ითვალისწინებს ამ მუხლის მე-8 პუნქტი, კავშირის საშუალებებით უზრუნველყოფილი უნდა იყოს:

ა) პირდაპირი სამეტყველო კავშირი, ცალკე ან მონაცემთა გადაცემის ხაზთან ერთად, რომელიც, როგორც წესი, შეიძლება დამყარდეს 15 წმ-ის განმავლობაში; და

ბ) ბეჭდვითი კავშირი, იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა ჩანაწერი; ასეთი კავშირის წარმოებისას შეტყობინების გატარების დრო არ უნდა აღემატებოდეს 5 წუთს.

10. ყოველთვის, როდესაც ხორციელდება მონაცემთა ავტომატური გაცვლა საჰაერო მოძრაობის მომსახურების პუნქტებს/სამუშაო ადგილებს (კომპიუტერი) შორის, გამოიყენება ამ მონაცემების ავტომატური ჩაწერის საშუალებები.

11. კავშირის საშუალებები, რომლებიც გათვალისწინებულია  ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, და მე-7 პუნქტებით, აუცილებლობისას, დამატებით უზრუნველყოფილი უნდა იყოს სხვა სახის ვიზუალური ან ხმოვანი კავშირით, მაგალითად, ჩაკეტილი სატელევიზიო სისტემით ან ინფორმაციის დამუშავების ცალკეული სისტემით.

12. კავშირის საშუალებები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, უნდა მოიცავდეს პირდაპირი სამეტყველო კავშირის საშუალებებს, რომლებიც იძლევა საშუალებას განხორციელდეს საკონფერენციო კავშირი.

13. კავშირის საშუალებები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით, უნდა მოიცავდეს საშუალებებს, რომლებიც, როგორც წესი, უზრუნველყოფს პირდაპირ სამეტყველო კავშირს 15 წმ-ის განმავლობაში და იძლევა საშუალებას განხორციელდეს საკონფერენციო კავშირი.

14. საჰაერო მოძრაობის მომსახურების პუნქტებს შორის და საჰაერო მოძრაობის მომსახურების პუნქტებსა და სხვა პუნქტებს შორის პირდაპირი სამეტყველო კავშირის ყველა საშუალება ან მონაცემთა გადაცემის ხაზები, რომლებიც მითითებულია ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ავტომატური ჩაწერის საშუალებით.

15. მონაცემებისა და შეტყობინებების ჩანაწერები, ამ მუხლის მე-10 და მე-14 პუნქტების მოთხოვნების შესაბამისად, უნდა ინახებოდეს, სულ მცირე, 30 დღის განმავლობაშ