1. საჰაერო მოძრაობის მომსახურების მიზნით საწარმო ვალდებულია უზრუნველყოს კავშირი   „ჰაერი-მიწა“  რადიოსატელეფონო ქსელით და/ან მონაცემთა გადაცემის ხაზებით.

შენიშვნა: მოთხოვნები სმმ-ის პუნქტების 121,5 მჰც ავარიული არხით უზრუნველყოფისა და მათ მიერ აღნიშნული არხის მუდმივი მოსმენის მიმართ მოცემულია ჩიკაგოს კონვენციის მე-10 დანართის მე-2 და მე-5 ტომებში.

2. ამ  მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნაზე დამატებით მოთხოვნილი  კავშირის მახასიათებლების არსებობის შემთხვევაში, სმმ-ის პუნქტები უნდა  აღიჭურვონ ისეთი საშუალებებით, რომელთა გამოყენებით უზრუნველყოფილი იქნება საჰაერო მოძრაობის მომსახურება დადგენილი მოთხოვნილი კავშირის მახასიათებლების ტიპების მიხედვით.

შენიშვნა: ინფორმაცია მოთხოვნილი კავშირის მახასიათებლებთან და შესაბამის პროცედურებთან დაკავშირებით, ასევე სახელმძღვანელო მასალა პროცედურების დამტკიცებასთან დაკავშირებით, მოცემულია იკაოს ოფიციალურ გამოცემაში  Doc. 9869 -„სახელმძღვანელო კავშირის მოთხოვნილი მახასიათებლების შესახებ“.

3. იმ შემთხვევაში, როდესაც საჰაერო მოძრაობის სამეთვალყურეო მომსახურების უზრუნველსაყოფად გამოიყენება ორმხრივი რადიოსატელეფონო კავშირი „პილოტი-მეთვალყურე“ ან მონაცემთა გადაცემის ხაზები, მაშინ „ჰაერი-მიწა“ ორმხრივი კავშირის ყველა ასეთი არხი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჩაწერის საშუალებებით.

4. კავშირის არხების ყველა ჩანაწერი, ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად, უნდა ინახებოდეს, სულ მცირე, 30 დღის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხორციელდება ინფორმაციის გაანალიზება ან მოკვლევა. ასეთ შემთხვევაში, ჩანაწერები უნდა ინახებოდეს მანამ სანამ იარსებებს მათი საჭიროება