1. იმ შემთხვევაში, როდესაც რაიონული სამეთვალყურეო პუნქტი ან საფრენოსნო ინფორმაციის პუნქტი ჩათვლის, რომ სხ იმყოფება გაურკვევლობის სტადიაში ან განგაშის სტადიაში, მან პრაქტიკული შესაძლებლობის შემთხვევაში, საავიაციო ძებნა-შველის საკოორდინაციო ცენტრისათვის შეტყობინებამდე, აღნიშნულზე უნდა აცნობოს სხ-ს ექსპლუატანტს.

შენიშვნა: თუ სხ იმყოფება განსაცდელის სტადიაში, აუცილებელია საავიაციო ძებნა-შველის საკოორდინაციო ცენტრის დაუყოვნებლივ შეტყობინება, ამ წესის 117-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

2. რაიონული სამეთვალყურეო პუნქტის ან საფრენოსნო ინფორმაციის პუნქტის მიერ საავიაციო ძებნა-შველის საკოორდინაციო ცენტრისთვის გადაცემული სრული ინფორმაცია, შეძლებისდაგვარად, დაუყოვნებლივ უნდა გადაეცეს ასევე სხ-ის ექსპლუატანტ