1. თუ სხ განიხილება როგორც ავარიულ ვითარებაში მყოფი, მაშინ აღნიშნული სხ-ის შემდგომი სავარაუდო ადგილმდებარეობის განსაზღვრის და ბოლო ცნობილი ადგილიდან დაცილების მიზნით, საავიაციო ან/და სხვა სახის რუკაზე უნდა განხორციელდეს მისი ფრენის მარშრუტის დატანა. საავიაციო ან/და სხვა სახის რუკაზე უნდა დაიტანებოდეს, ასევე, სხვა სხ-ების მარშრუტები, რომელთა შესახებ ცნობილია, რომ ისინი იმყოფებიან შესაბამისი სხ-ის სიახლოვეს, რათა განისაზღვროს მათი სავარაუდო ადგილმდებარეობა და ფრენის მაქსიმალური ხანგრძლივობა.
2. საწარმო ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროცედურები ასახოს სმმ-ის სახელმძღვანელოშ