1. სმმ-ის პუნქტი, გარდა ამ წესის 116-ე მუხლის პირველი პუნქტით მითითებული შემთხვევისა, ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს საავიაციო ძებნა-შველის საკოორდინაციო ცენტრს, როგორც კი სხ მიიჩნევა, რომ იმყოფება ავარიულ ვითარებაში, ქვემოთ ჩამოთვლილის შესაბამისად:
ა) გაურკვევლობის სტადია, როდესაც:
ა.ა) სხ-ისგან არ არის არანაირი შეტყობინება იმ დროიდან 30 წუთის გასვლის შემდეგ, როდესაც მოსალოდნელი იყო შეტყობინების მიღება, ან ასეთ სხ-თან პირველი წარუმატებელი კავშირის დამყარების შემდეგ, იმის გათვალისწინებით, თუ რომელი დადგა უფრო ადრე; ან როდესაც
ა.ბ) სხ არ მიფრინდა მიფრენის იმ გაანგარიშებული დროიდან 30 წუთის გასვლის შემდეგ, რომელზეც ეცნობა ბოლო გადაცემისას ან რომელიც გათვლილია საჰაერო მოძრაობის მომსახურების პუნქტის მიერ, იმის გათვალისწინებით, თუ რომელი მათგანი დგება უფრო გვიან,გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არ არსებობს არანაირი ეჭვი სხ-ის და მასზე მყოფი პირების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
ბ) განგაშის სტადია, როდესაც:
ბ.ა) დადგა გაურკვევლობის სტადია და მას შემდგომ სხ-თან კავშირის დამყარების მომდევნო მცდელობის ან სხვა შესაბამისი წყაროებიდან ცნობების შეგროვების გზით ვერ მოხერხდა რაიმე მონაცემის მიღება სხ-ის შესახებ; ან როდესაც
ბ.ბ) სხ-მა, რომელმაც მიიღო დაფრენის ნებართვა, არ განახორციელა დაფრენა დაფრენის გაანგარიშებული დროიდან 5 წუთის განმავლობაში და აღნიშნულ სხ-თან კავშირი კვლავ ვერ მყარდება; ან როდესაც
ბ.გ) მიღებულია ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს სხ-ის საექსპლუატაციო მდგომარეობის გაუარესებაზე, მაგრამ არა იმდენად, რომ მან განახორციელოს იძულებითი დაფრენა,გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს მონაცემები სხ-ის და მასზე მყოფი პირების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების აღმოფხვრასთან დაკავშირებით; ან როდესაც
ბ.დ) ცნობილია ან სავარაუდოა, რომ სხ გახდა უკანონო ჩარევის ობიექტი.
გ) განსაცდელის სტადია, როდესაც:
გ.ა) დადგა განგაშის სტადია და მას შემდგომ დამატებითი წარუმატებელი მცდელობა, კავშირი დაამყარონ სხ-თან და ფართომასშტაბიანი უშედეგო ძიება მიუთითებს იმის ალბათობაზე, რომ სხ გასაჭირშია; ან როდესაც
გ.ბ) ითვლება, რომ ბორტზე საწვავის მარაგი ამოწურულია ან არასაკმარისია უსაფრთხო ადგილამდე მისაღწევად; ან როდესაც
გ.გ) მიღებულია ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს სხ-ის საექსპლუატაციო მდგომარეობის იმდენად გაუარესებაზე, რომ მან შესაძლოა განახორციელოს იძულებითი დაფრენა; ან როდესაც
გ.დ) მიღებულია ინფორმაცია ან არსებობს სარწმუნო საფუძველი ვარაუდისა, რომ სხ აპირებს ან განახორციელა იძულებითი დაფრენა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს ვარაუდის საფუძველი, რომ სხ-ს და მასზე მყოფ პირებს არ ემუქრებათ სერიოზული და უშუალო საფრთხე და არ საჭიროებენ დაუყოვნებელ დახმარებას.
2. შეტყობინება უნდა მოიცავდეს ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას, მითითებული თანმიმდევრობით:
ა) სიტყვას „INСЕRFА, АLЕRFА ან DЕТRЕSFА“, ავარიულობის სტადიის მიხედვით;
ბ) ინფორმაციის მიმწოდებელ საწარმოს ან პირის ვინაობას;
გ) ავარიული ვითარების ხასიათს;
დ) მნიშვნელოვან ინფორმაციას ფრენის გეგმიდან, კონკრეტული საავარიო ვითარების შესაბამისად;
ე) სმმ-ის პუნქტს, რომელმაც ბოლოს დაამყარა კავშირი, კავშირის დროს და გამოყენებულ საშუალებას;
ვ) ბოლო შეტყობინებას ადგილმდებარეობის შესახებ და ამ უკანასკნელის განსაზღვრის მეთოდს;
ზ) სხ-ის შეფერილობას და განმასხვავებელ მარკირებას;
თ) საჰაერო ტვირთის სახით გადასაზიდ სახიფათო ტვირთებს;
ი) შეტყობინების გადამცემი პუნქტის მიერ განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებას; და
კ) სხვა, სათანადო ინფორმაციას.
3. სმმ-ის პუნქტი უნდა ეცადოს, ინფორმაციის ის ნაწილი, რომელიც მითითებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტში და რომელიც არ არსებობდა საავიაციო ძებნა-შველის საკოორდინაციო ცენტრისთვის შეტყობინების გადაცემის მომენტში, მოიპოვოს გასაჭირის სტადიის გამოცხადებამდე, თუ არსებობს სარწმუნო საფუძველი, რომ ეს სტადია დადგება.
4. გარდა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული შეტყობინებისა, საავიაციო ძებნა შველის საკოორდინაციო ცენტრი დაუყოვნებლივ უნდა იყოს უზრუნველყოფილი:
ა) ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციით, განსაკუთრებით ავარიული ვითარების ცვლილების თაობაზე, სტადიის მიხედვით; ან
ბ) ინფორმაციით ავარიული ვითარების გაუქმების შესახე