1. ინფორმაცია, რომლითაც უზრუნველყოფილნი არიან ძებნა-შველის საკოორდინაციო ცენტრები, შეიცავს მონაცემებს მეტეოროლოგიური პირობების შესახებ, რომელსაც ადგილი ჰქონდა მაშინ, როდესაც ცნობილი იყო უგზო-უკვლოდ დაკარგული საჰაერო ხომალდის უკანასკნელი ადგილსამყოფელის შესახებ, აგრეთვე აღნიშნული საჰაერო ბორტის დაგეგმილი მარშრუტის მეტეოროლოგიური პირობების შესახებ მონაცემებს, შემდეგის მითითებით:

ა) ამინდის განსაკუთრებული მოვლენების ფრენის მარშრუტზე;

ბ) ღრუბლების რაოდენობის და სახეობების (კერძოდ, გროვა-საწვიმარის) და ღრუბლის ქვედა და ზედა საზღვრის;

გ) ხილვადობის და იმ მოვლენების, რომლებიც აუარესებენ ხილვადობას;

დ) მიწისპირა ქარის და სიმაღლეებზე ქარის;

ე) ზედაპირის მდგომარეობის, მათ შორის, თოვლის საფარის ან წყლის არსებობის;

ვ) ზღვის ზედაპირის ტემპერატურის, ზღვის მდგომარეობის, ყინულის საფარის, ასეთის არსებობისას და ოკეანის დინებების;

ზ) წნევის ზღვის დონეზე.

2. ძებნა-შველის საკოორდინაციო ცენტრის მოთხოვნის საფუძველზე მეტეოროლოგიური სამსახური ყველა ღონეს მიმართავს, დეტალური მონაცემების მისაღებად იმ საფრენოსნო დოკუმენტაციაზე, რომელიც მიეწოდა უგზო-უკვლოდ დაკარგული საჰაერო ხომალდის ეკიპაჟს, მათ შორის, პროგნოზების კორექტივები, რომლებიც გადაეცა ჰაერში მყოფ საჰაერო ხომალდის ბორტს.

3. ძებნა-შველის ოპერაციის ხელშეწყობის მიზნით, მეტეოროლოგიური სამსახური, მოთხოვნის საფუძველზე, წარადგენს:

ა) სრულ და დეტალურ ინფორმაციას მიმდინარე და სავარაუდო მეტეოროლოგიური პირობების შესახებ ძებნის ზონაში, და;

ბ) ინფორმაციას მიმდინარე და სავარაუდო მეტეოროლოგიური პირობების შესახებ ფრენის მარშრუტზე, მათ შორის იმ ფრენის მარშრუტებზე, რომელსაც ასრულებენ სამაშველო საჰაერო ხომალდები იმ აეროდრომიდან მოშორებით, საიდანაც მიმდინარეობს ძებნა.

4. ძებნა-შველის საკოორდინაციო ცენტრის მოთხოვნით მეტეოროლოგიური სამსახური უზრუნველყოფს აუცილებელი მეტეოროლოგიური ინფორმაციით წყალზედა ხომალდებს, რომლებიც აწარმოებენ ძებნა-შველის ოპერაციებ