1. მეტეოროლოგიური ბიულეტენები, რომლებიც განკუთვნილია რეგულარული გადაცემებისათვის, უნდა გადაიცეს რეგულარულად, მითითებულ დროს განრიგის მიხედვით. შეტყობინება METAR უნდა გადაიცეს არაუგვიანეს 5 წუთისა, დაკვირვების ფაქტობრივი დროიდან. პროგნოზები TAF უნდა გადაიცეს 1 საათით ადრე მის ძალაში შესვლამდე.

2. მეტეოროლოგიურ ბიულეტენებს, რომლებიც შეიცავენ ოპერატიულ მეტეოროლოგიურ ინფორმაციას და ექვემდებარებიან საავიაციო ფიქსირებული კავშირის ან საჯარო ინტერნეტით გადაცემას აქვთ სათაური, რომელიც შედგება:

ა) პირობითი აღნიშვნა;

ბ) გამოსაყენებელი იკაო-ს ადგილმდებარეობის ინდექსი;

გ) ჯგუფი „თარიღი-დრო“;

დ) აუცილებლობის შემთხვევაში სამასოიანი ინდექსი

3. მეტეოროლოგიურ ბიულეტენებს, რომლებიც შეიცავენ ოპერატიულ მეტეოროლოგიურ ინფორმაციას და ექვემდებარებიან საავიაციო ფიქსირებული ქსელით (AFTN) გადაცემას, ჩართულია AFTN-ის ფორმატის ტექსტურ ნაწილში.

4. ზპმც-ს მონაცემები გადასაცემად უნდა გამოიყენებოდეს საავიაციო ფიქსირებული სამსახური ან საჯარო ინტერნეტი.

5. იმ შემთხვევებში, როდესაც ზპმც-ს მონაცემები ვრცელდება რუკების სახით, მათი ხარისხი უნდა უზრუნველყოფდეს საკმარისად მკაფიო გამოსახულებას ფრენების დაგეგმვისა დოკუმენტაციის მოსამზადებლად. მიღებული რუკების გამოსახულების 95% უნდა იყოს ნათლად გასარჩევი.

6. ინფორმაციის გადაცემისას შესვენებამ არ უნდა გადააჭარბოს 10 წუთს მუშაობის ნებისმიერი ხანგრძლივობისა