1. მეტეოროლოგიური ბიულეტენები, რომლებიც განკუთვნილია რეგულარული გადაცემებისათვის, უნდა გადაიცეს რეგულარულად, მითითებული დროს განრიგის მიხედვით. შეტყობინება METAR უნდა გადაიცეს არაუგვიანეს 5 წუთისა, დაკვირვების ფაქტობრივი დროიდან. პროგნოზები TAF უნდა გადაიცეს 1 საათით ადრე მის ძალაში შესვლამდე.
2. მეტეოროლოგიურ ბიულეტენებს, რომლებიც შეიცავს ოპერატიულ მეტეოროლოგიურ ინფორმაციას და ექვემდებარება საავიაციო ფიქსირებული კავშირის ან საჯარო ინტერნეტით გადაცემას, უნდა ჰქონდეს სათაური, რომელიც შედგება:
ა) ოთხი ასოსა და ორი ციფრისგან შემდგარი ინდექსისგან;
ბ) იკაოს ოთხასოიანი მდებარეობის ინდექსისგან, რომელიც შეესაბამება მეტეოროლოგიური ბიულეტენის შემქმნელი ან შემდგენი მეტეოროლოგიური საწარმოს გეოგრაფიულ მდებარეობას;
გ) ჯგუფისგან „თარიღი-დრო“;
დ) აუცილებლობის შემთხვევაში, სამასოიანი ინდექსისგან.
შენიშვნა 1: სათაურის ფორმატისა და შინაარსის ტექნიკური მახასიათებლები მოცემულია მმო-ს ოფიციალურ გამოცემაში „მსოფლიო კავშირგაბმულობის სისტემა“ (No.386) და იკაოს ოფიციალურ გამოცემაში „საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის სახელმძღვანელო“ (Doc 8896);
შენიშვნა 2: იკაოს ადგილმდებარეობის ინდექსები მოცემულია იკაოს ოფიციალურ გამოცემაში ადგილმდებარეობის ინდექტები“ (Doc 7910).
3. ოპერატიული მეტეოროლოგიური ინფორმაციის შემცველი ბიულეტენები უნდა გავრცელდეს საავიაციო ფიქსირებული მომსახურების საშუალებით.
4. იმ შემთხვევაში, როდესაც ზპმც-ის მონაცემები ვრცელდება რუკების სახით, მათი ხარისხი უნდა უზრუნველყოფდეს საკმარისად მკაფიო გამოსახულებას ფრენების დაგეგმვის დოკუმენტაციის მოსამზადებლად. მიღებული რუკების გამოსახულების 95% უნდა იყოს ნათლად გასარჩევი.
5. ინფორმაციის გადაცემისას შეფერხებამ არ უნდა გადააჭარბოს 10 წუთს მუშაობის ნებისმიერი ხანგრძლივობისას 6 საათიანი პერიოდის ნებისმიერ მონაკვეთში.
6. ატმოსფეროს მაღალი ფენების შესახებ რეგულარული ბადის კვანძებში მომზადებული პროგნოზები უნდა გადაიცეს საავიაციო ფიქსირებული მომსახურების საშუალებით ან საჯარო ინტერნეტის საშუალებით, შესაბამისი ბადის კვანძების მონაცემთა ფორმატშ