1. კავშირგაბმულობის საშუალებად ოპერატიული მეტეოროლოგიური ინფორმაციის გაცვლისათვის უნდა გამოიყენებოდეს სააერნაოსნო ფიქსირებული მომსახურება ან ოპერატიულობის თვალსაზრისით, არაკრიტიკული მეტეოროლოგიური ინფორმაციის გაცვლისთვის საჯარო ინტერნეტი, მისი გამართულად მუშაობის შემთხვევაში, რეგიონული ორმხრივი/მრავალმხრივი სააერნაოსნო შეთანხმების საფუძველზე.
შენიშვნა: არაკრიტიკული მეტეოროლოგიური ინფორმაციისა და საჯარო ინტერნეტის გამოყენების შესახებ სახელმძღვანელო მასალა მოცემულია იკაოს ოფიციალურ გამოცემაში „სააერნაოსნო სისტემებისთვის საჯარო ინტერნეტის გამოყენების სახელმძღვანელო“ (Doc 9855).
2. თუ საჰაერო მოძრაობის მართვის კომპიუტერული სისტემებისთვის უზრუნველყოფილია სიმაღლეებზე რეგულარული ბადის კვანძებში ციფრული ფორმით დამუშავებულ მონაცემებზე წვდომა, მათი გადაცემის წესები უნდა განისაზღვროს საჰაერო მოძრაობის მომსახურების საწარმოსა და მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოს შორის შეთანხმებით.
3. თუ ექსპლუატანტების კომპიუტერული სისტემებისთვის უზრუნველყოფილია სიმაღლეებზე რეგულარული ბადის კვანძებში ციფრული ფორმით დამუშავებულ მონაცემებზე წვდომა, მათი გადაცემის წესები უნდა განისაზღვროს საჰაერო მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოსა და ექსპლუატანტებს შორის შეთანხმები