1. მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმომ, საჭიროებისამებრ, სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურს უნდა მიაწოდოს მისი ფუნქცია-მოვალეობების შესრულებისთვის საჭირო უახლესი მეტეოროლოგიური ინფორმაცია.
2. სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურს მიეწოდება:
ა) ინფორმაცია საერთაშორისო ჰაერნაოსნობის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის შესახებ, რომელიც განკუთვნილია საქართველოს სააერნაოსნო ინფორმაციის კრებულში (AIP GEORGIA) ჩასართავად;
შენიშვნა: ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში ჩასართავი ინფორმაციის დეტალები მოცემულია იკაოს ოფიციალური გამოცემის „სააერნაოსნო ინფორმაციის მართვა“ (PANS-AIM, Doc. 10066) მე-3 დამატების, პირველი ნაწილის, პუნქტში „GEN 3.5“ და მე-3 ნაწილის პუნქტებში „AD 2.2; 2.11; 3.2 და 3.11“.
ბ) ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია NOTAM-ის და ASHTAM-ის მოსამზადებლად, მათ შორის, ინფორმაცია:
ბ.ა) მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოს დაარსების, ფუნქციონირების შეწყვეტის და მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია მიეწოდება სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურებს დროულად, ძალაში შესვლის ვადამდე, რადგან საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ოქტომბრის №471 დადგენილებით დამტკიცებული „ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიმწოდებლების, მათი უფლება-მოვალეობების და ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიწოდების წესის“ შესაბამისად, გამოიცეს NOTAM-ი;
ბ.ბ) ვულკანური მოქმედების წარმოშობის შესახებ;
ბ.გ) ატმოსფეროში რადიოაქტიური ნივთიერების ავარიულად მოხვედრის შესახებ;
გ) აუცილებელი ინფორმაცია ჰაერსანაოსნო ინფორმაციის ცირკულარების მოსამზადებლად, მათ შორის, ინფორმაცია:
გ.ა) საავიაციო მეტეოროლოგიურ მომსახურებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ, მისი ორგანიზების წესებისა და საშუალებების შესახებ, და:
გ.ბ) საჰაერო ხომალდების ფრენების შესრულებაზე განსაზღვრული მეტეოროლოგიური მოვლენების ზემოქმედების შესახე