1. სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახური (შემდგომში – სამსახური)  ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურებას ახორციელებს ამ წესის მოთხოვნების და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (შემდგომში: ICAO) ოფიციალური გამოცემის Doc. 8126 (ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურების სახელმძღვანელო) და Doc. 8400 (ICAO-ს აბრევიატურები და კოდები)    მოთხოვნების დაცვით.

2. სამსახური ვალდებულია ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესრულების მიზნით, გააჩნდეს:

ა) ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მართვის რესურსები და პროცესები, რომელიც საჰაერო მოძრაობის ორგანიზებისათვის უზრუნველყოფს ხარისხიანი ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის დროულ შეგროვებას, დამუშავებას, შენახვას, ინტერგირებას, გაცვლას და მიწოდებას;

ბ) ხარისხის მართვის სისტემა;

გ) საჭირო ადამიანური და ფინანსური რესურსები;

დ) კვალიფიციური პერსონალი;

ე) საჭირო ტექნიკური უზრუნველყოფა, როგორიცაა ავტომატიზირებული სისტემები, აღჭურვილობა და სხვა;

ვ) „სახელმძღვანელო დოკუმენტი“, რომელიც აღწერს სამსახურის მიერ მომსახურებისთვის დადგენილ პროცესებს და პროცედურებს ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესრულების მიზნით. „სახელმძღვანელო დოკუმენტი“, რომელიც შეიძლება შეიქმნას ძირითადი დოკუმენტის ან/და ცალკეული დოკუმენტების კრებულის სახით, ექვემდებარება მუდმივ განახლებას და  სულ მცირე უნდა შეიცავდეს:

ვ.ა) სამსახურის ორგანიზაციულ სტრუქტურას, მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირების სახელის, გვარის, თანამდებობის, მოვალეობების და პასუხისმგებლობების მითითებით;

ვ.ბ) საჭირო საკადრო რესურსების გამოთვლას;

ვ.გ) ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურების პროცესის აღწერას;

ვ.დ) პერსონალის კვალიფიკაციის შენარჩუნების პროცესის აღწერას;

ვ.ე) ტექნიკური საშუალებების ჩამონათვალს, რომელიც გამოიყენება ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურებისთვის;

ვ.ვ) ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურების პროცესში არსებული თითოეული პოზიციისთვის ფუნქციების და პასუხისმგებლობების ჩამონათვალს;

ვ.ზ) ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურებისთვის საჭირო ინფორმაციის/მონაცემების მიღების პროცესის აღწერას;

ვ.თ) ჩანაწერების შენახვის პროცესის აღწერას;

ვ.ი)  ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურებისთვის მესამე პირის მოწვევის პროცესის აღწერას;

ვ.კ) არსებული პროცედურების, ინსტრუქციების, სახელმძღვანელო მასალების ჩამონათვალს.

3. სამსახურმა უნდა უზრუნველყოს პერსონალის თავისუფალი წვდომა:

ა) ნორმატიულ აქტებზე;

ბ) სახელმძღვანელო დოკუმენტებზე;

გ) ინსტრუქციებზე და სხვა ნებისმიერ დოკუმენტაციაზე, რომელიც უკავშირდება სამსახურის საქმიანობის სფეროს.

4. სამსახურს უნდა გააჩნდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით დადგენილ დოკუმენტებში შესწორებების შეტანის და მუდმივი განახლების პროცესი, რომელიც   უზრუნველყოფს დოკუმენტების:

ა) მოქმედი ვერსიის ადვილად განსაზღვრას;

ბ) ცვლილებების კონტროლს.

5. სამსახურმა უნდა უზრუნველყოს ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საჰაერო მოძრაობის ორგანიზებაში ჩართული პირებისათვის, მათთვის საჭირო საექსპლუატაციო მოთხოვნების შესაბამის ფორმაში, მათ შორის:

ა) ფრენების განხორციელებაში ჩართული პერსონალის, მათ შორის სხ-ის ეკიპაჟის,  ფრენის დაგეგმვის და  საპილოტო საწაფების საექსპლუატაციო მოთხოვნებს;

ბ) საფრენოსნო-საინფორმაციო და ფრენისწინა ინფორმაციით მომსახურებაზე პასუხისმგებელი ორგანოს საექსპლუატაციო მოთხოვნებს.

შენიშნვა: საჰაერო მოძრაობის ორგანიზებაში ჩართული პირების შესახებ ინფორმაცია მოცემულია ICAO-ს ოფიციალური გამოცემა Doc. 9854-ში (გლობალური საჰაერო მოძრაობის მართვის ოპერატიული კონცეფცია)

6. სამსახური იღებს ჰაერსანაოსნო მონაცემებს და ჰაერსანაოსნო ინფორმაციას:

ა) სხვა ქვეყნების სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურებისგან;

ბ) სხვა ხელმისაწვდომი წყაროდან.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით  განსაზღვრული ჰაერსანაოსნო ინფორმაციის გავრცელებამდე, სამსახური ახორციელებს მისი სიზუსტის შემოწმებას. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხორციელდება სხვადასხვა წყაროებიდან მოწოდებული ჰაერსანაოსნო ინფორმაციის სიზუსტის შემოწმება, შესაბამისი ინფორმაციის გავრცელებისას ნათლად უნდა მიეთითოს  აღნიშნულის თაობაზე.

8. სამსახური აწვდის ჰაერსანაოსნო მონაცემებს და ჰაერსანაოსნო ინფორმაციას სხვა  ქვეყნების სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურებს და თუ არსებობს ასეთის შესაძლებლობა, ამყარებს პირდაპირ კავშირს სხვა ქვეყნის სამსახურებთან.

9. სამსახური უზრუნველყოფს 24 საათიან მომსახურებას.

10. სამსახური უფლებამოსილია:

ა) უსასყიდლოდ გადასცეს ICAO-ს  ხელშემკვრელ სახელმწიფოს ჰაერსანაოსნო ინფორმაციის გაერთიანებული პაკეტის ყოველი ელემენტის თითო ასლზე მეტი  მასთან დადებული შეთანხმების შესაბამისად.

ბ)  შესაბამისი სასყიდლით გადასცეს ICAO-ს  არა ხელშემკვრელ სახელმწიფოს და სხვა ორგანიზაციებს  ჰაერსანაოსნო ინფორმაციის გაერთიანებული პაკეტის ელემენტები მათთან დადებული ცალკე შეთანხმების შესაბამისა