1. დროებითი ხასიათის ცვლილებები (სამი თვე ან მეტი) და მოკლე ხანგრძლივობის ინფორმაცია, რომელიც შეიცავს ვრცელ ტექსტს და/ან გრაფიკას, უნდა გამოქვეყნდეს როგორც კრებულის დამატება.

2. კრებულის თითოეულ დამატებას უნდა მიენიჭოს სერიული ნომერი, რომელიც იქნება თანმიმდევრული და დაფუძნებული კალენდარულ წელზე.

3. კრებულის დამატების გვერდები უნდა დარჩეს კრებულში მანამ, სანამ ყველა ან ზოგიერთი მისი შემადგენელი ნაწილი რჩება ძალაში.

4. იმ შემთხვევაში, თუ შეცდომა დაფიქსირდება კრებულის დამატებაში ან როდესაც დამატების მოქმედების ვადა იცვლება, უნდა გამოქვეყნდეს  ახალი დამატება.

5. იმ შემთხვევაში, თუ კრებულის დამატება ანაცვლებს ნოტამს, უნდა მიეთითოს ნოტამის სერიული ნომერი.

6. კრებულის  მოქმედი დამატებების საკონტროლო სია უნდა გამოიცეს არა უმეტეს ერთთვიანი ინტერვალით. ინფორმაცია უნდა იყოს გამოცემული ყოველთვიურად ღია ტექსტით  ამ წესის მე-15 მუხლის მე-19 პუნქტის შესაბამისად.

7. კრებულის დამატების გვერდები გარჩევადობის მიზნით უნდა იყოს ფერადი, სასურველია ყვითელი ფერის.

8. კრებულის დამატების გვერდები უნდა ინახებოდეს კრებულის დასაწყისშ