1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ასახავს ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში პროცედურებს და ვიზუალურ სიგნალებს, რომლებიც გამოიყენება გზის გადაჭრის შემთხვევაში და უზრუნველყოფს მათ მუდმივ განახლებას.
2. სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან კოორდინირების საფუძველზე, ასახავს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (იკაო) და ეროვნულ მოთხოვნებს შორის არსებულ სხვაობებს იკაოს შესაბამის მონაცემთა ბაზაში.
3. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გადაწყვეტილების შემთხვევაში ასახავს ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გზის გადაჭრა არ განხორციელდება საქართველოს საჰაერო სივრცეში.
4. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, სმმ-ის ორგანოსთან შეთანხმებით, განსაზღვრავს აეროდრომებს, რომლებსაც გზაგადაჭრილი სხ გამოიყენებს, თუ მისგან მოთხოვნილი იქნება დაფრენის შესრულებ