2. საერთაშორისო ფრენისათვის განკუთვნილი საჰაერო ხომალდების სასაზღვრო კონტროლი წარმოებს საერთაშორისო აეროპორტებში (აეროდრომები), სადაც გახსნილია სასაზღვრო გამტარი პუნქტები, აგრეთვე არარეგულარული რეჟიმით ფუნქციონირებად აეროპორტებში (აეროდრომები), რომლებსაც აქვთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული საერთაშორისო ფრენების განხორციელების ნებართვა.
3. საერთაშორისო ფრენისათვის განკუთვნილი საქართველოსა და უცხოური საჰაერო ხომალდების იმ ადგილებში იძულებით დაფრენის შემთხვევაში, სადაც ეს არ არის დადგენილი, სასაზღვრო კონტროლი წარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებართვის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომლების მიერ, რომლებიც გაიგზავნებიან უახლოესი ქვედანაყოფიდან, ამასთან, აღნიშნული ეცნობება აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს.
4. სასაზღვრო კონტროლს ექვემდებარება ყველა ქართული და უცხოური ავიაკომპანიის საჰაერო ხომალდები, ასევე სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის ხომალდები, რომლებიც ახორციელებენ საერთაშორისო ფრენას.
5. საქართველოს სამხედრო ძალების სამხედრო თვითმფრინავებსა და შვეულმფრენებს, რომლებიც კვეთენ სახელმწიფო საზღვარს, უტარდება სასაზღვრო კონტროლი ეკიპაჟის წევრთა საბუთების შემოწმების მიზნით.
6. უცხოელებს, რომლებსაც არ აქვთ პასპორტები და ვიზა საქართველოში შემოსვლის უფლებით, სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის უფლება არ ეძლევათ და ისინი გადაეცემიან ავიკომპანიის წარმომადგენლებს (ეკიპაჟის მეთაური) იმ ქვეყანაში დასაბრუნებლად, საიდანაც ჩამოფრინდა საჰაერო ხომალდი, ხოლო ამ პირთა დასაბრუნებელი საბუთები ფორმდება ჩიკაგოს კონვენციის N9 დანართის შესაბამისად.
7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენელი კონტროლს უწევს ეკიპაჟის წევრებისა და საავიაციო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საჰაერო ხომალდის გაფრენის წინა დათვალიერებას.
8. საქართველოს საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტი ნებისმიერი საჰაერო ხომალდის ან სხვა საფრენი აპარატის მიერ საჰაერო დერეფნის გაუვლელად საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაფრენის ნებართვას ათანხმებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან და ინფორმაციას აწვდის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. ინფორმაცია მოიცავს:
ა) სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ადგილს, დროსა და სიმაღლეს;
ბ) რეისის ნომერს (ფრენის მარშრუტი);
გ) საზღვარზე გადაფრენის მიზეზს (საგანგებო ვითარება, სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის აუცილებლობა, ავარიის წინაპირობა და სხვ.);
დ) დაფრენის აეროპორტს ან აეროდრომს (საქართველოს თუ უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე);
ე) სხვა დამატებით ინფორმაციას (მოთხოვნისამებრ).
9. საჰაერო ხომალდის ან სხვა საფრენი აპარატის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის, მასთან დაკავშირებული ოპერაციების შესრულების, აგრეთვე საჰაერო ხომალდებისა და სხვა საფრენი აპარატების საქართველოს საჰაერო სივრცეში ყოფნის წესს განსაზღვრავს საქართველოს საჰაერო კოდექსი და სხვა საკანონმდებლო აქტებ