2. სააგენტო ფირმამ უცხოეთისა და საქართველოს სანაოსნოს კუთვნილი საერთაშორისო ნაოსნობისათვის განკუთვნილი გემების საქართველოს ნავსადგურში შემოსვლა სასაზღვრო გამტარ პუნქტს უნდა შეატყობინოს 72 (სამოცდათორმეტი) საათით ადრე და აუცილებლად დაადასტუროს 48 (ორმოცდარვა) და 24 (ოცდაოთხი) საათით ადრე, ხოლო გემის ნავსადგურში შესვლამდე არა უგვიანეს 2 (ორი) საათისა სასაზღვრო გამტარი პუნქტის მორიგეს წარუდგინოს გემის ეკიპაჟის განრიგი დადგენილი წესით და ოფიციალური შეკვეთა კომისიის დაწყებაზე (თუ გემს ტექნიკური მიზეზების გამო არ შეუძლია დადგენილი წესით წარმოადგინოს ეკიპაჟის განრიგი, გამონაკლისის სახით დასაშვებია აღნიშნული დოკუმენტის წარდგენა კომისიის  მოწყობისას).

3. გემის გასვლის გაფორმების შემდეგ განაცხადი გადაეცემა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მორიგეს.

4. გემის გასვლის გაფორმების შემდეგ განაცხადი გადაეცემა სასაზღვრო სამსახურის მორიგეს.

5. სააგენტო უზრუნველყოფს კომისიის წევრთა გემზე მიყვანას მათთვის დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად და უკან დაბრუნება